პროდუქტები
ხოხობი - პირველი მაცხოვრებელი ქალაქ თბილისში (ასევე ცნობილია, როგორც ტფილისი).
ლეგენდის თანახმად, მეფე ვახტანგ გორგასალი (დაახლ. 447-502) შევარდენით სანადიროდ წავიდა. სამეფო შევარდენმა ხოხობი დაიჭირა, მაგრამ ორივე ფრინველი ჩავარდა ახლომდებარე წყაროში, რომელიც ცხელი აღმოჩნდა. მეფე ვახტანგზე ამ აღმოჩენამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა, ამ ადგილას ქალაქი აეშენებინა და მისთვის თბილისი ეწოდებინა, რაც „თბილ ადგილს“ ნიშნავს აბანოთუბნის რაიონში მრავალრიცხოვანი ცხელი გოგირდოვანი წყლის არსებობის გამო. სასტუმრო „ხოხობი“ ზემოხსენებული რაიონის ცენტრში მდებარეობს, ცნობილი გოგირდის აბანოების გვერდით.
ჩვენს მშვენიერ, ყოველმხრივ აღჭურვილ ნომრებში ქალაქის ხედებითა და ძველი ქალაქის პატარა, ვიწრო ქუჩებით, ქალაქ თბილისის გულისცემას შეიგრძნობთ. საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით, თბილი და კეთილმოსურნე მცხოვრებლებით. ჩვენი თავაზიანი და მეგობრული პერსონალი მუდამ მზადაა თქვენ დასახმარებლად.
დაუვიწყარი ხედები ჩვენი მშვენიერი აივნებიდან და ფანჯრებიდან ხაზს უსვამს ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნებას.
ვიწრო ქუჩები ისტორიული შენობებით, ეკლესიებით, მეჩეთებით, ციხეებითა და პატარა, ფერადაივნიანი სახლებით ვერავის დატოვებს გულგრილს.
ჩვენი სასტუმრო თბილისის ყველაზე მოთხოვნად ადგილზეა, მაგრამ მისი მოხერხებული მდებარეობა სტუმრებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ სასტუმროს მშვიდი გარემოთი, რომელიც მდებარეობს პატარა ძველ ქუჩაზე - აბანო.
იგრძენით ძველი თბილისის გულისცემა ჩვენთან ერთად!
ვრცლად
დაჯავშნა