პროდუქტები
როიალ ინნ – 21-ნომრიანი სასტუმრო ბუტიკი, თბილისის ისტორიულ და ამავე დროს ტურისტულ უბანში. ეს არის თანამედროვე სტილისა და ისტორიული არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნაზავი. შენობა აშენებულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ დიდგვაროვნთა ოჯახს, ციციშვილებს. შენობა აგებულია რუსული ბაროკოს ფასადის არქიტექტურულ სტილში – იმ დროისთვის ძალიან პოპულარული სტილი, ცნობილი „თბილისური ეზოთი“, ძველი თბილისის სახლებისთვის დამახასიათებელი ხის აივნებით.
2019 წელს შენობა განახლდა და დაემატა თანამედროვე ინტერიერის ელემენტები, ტურისტებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. თუმცა ამავე დროს სასტუმრომ შეიარჩუნა მე-19 საუკუნის სული. სასტუმროს სასადილო ოთახი, წარმოადგენს ძველი ქართული მარნების არქიტექტურის ნიმუშს, სადაც შენარჩუნებულია გერმანული სტილის ბუხარი.
სასტუმრო განთასებულია აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც ფორბსის მიხედვით, წარმოადგენს მსოფლიოს 12 ყველაზე მიმზიდეველ უბანთა შორის ერთ-ერთს. ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ისტორიულ ქუჩაზე და დააგემოვნონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო, თანამედროვე რესტორნებსა და კაფეებში. სასტუმროდან რამდენიმე წუთიანი გასეირნებისას, მოხვდებით ძველმანების ბაზარზე, სადაც შესაძლებელია უამრავი საინტერესო და ანტიკვარული ნივთის შეძენა. თბილისის ეს უბანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი ტურისტებისთვის.
ვრცლად
დაჯავშნა