გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ფოტო მომსახურებას და „პირადი ფოტოგრაფის“ სერვისს, მათთვის ვისაც სურს ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთების დაფიქსირება.
რას გუსილხმობს „პირადი ფოტოგრაფის“ სერვისი? თქვენ მოგემსახურებათ პროფესიონალი ფოტოგრაფი სახლში, აგარაკზე, პარკში, საბავშვო ბაღში, სკოლაში ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას. ჩვენ ვქმნით ახალშობილების, ბავშვების და ოჯახის პროფესიონალურ პორტრეტებს, ვიღებთ ნებისმიერი ასაკის ბავშვებს, უფროსებს, ჯგუფებს, ორსულ ქალბატონებს, ვამზადებთ ბიზნეს გუნდების ფორტფოლიოს, ვიღებთ ქორწილებს, ნიშნობებს, დაბადების დღეებს, ნათლობას, making of და ნებისმიერ ღონისძიებას.
ჩვენ გამოვირჩევით თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით. გთავაზობთ კომფორტულ ფოტოსესიებს, რომლის დროსაც მომხმარებელს აქვს საშუალება ისიამოვნოს ფოტოგადაღების პროცესით.
ჩვენ მისიაა ხანგრძლივ მოგონებად ვაქციოთ თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტები.