პროდუქტები
ვარძიარეზორტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიითა და ტრადიციებით გამორჩეულ მხარეში - სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის განვითარების ყოველ ეტაპზე უდიდეს როლს თამაშობდა საქართველოს ისეთად ჩამოყალიბებაში, როგორიც ის დღეს არის.
ვარძია ერთადერთი ძეგლი არაა, რომლითაც საქართველოს ეს მხარე თავს იწონებს. ირგვლივ უამრავი კულტურული თუ არაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შევხვდებით, ხერთვისის ციხის, ვანის ქვაბების, თმოგვის ციხის და სხვათა სახით.
ვარძიარეზორტის ტერიტორიაზე ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ყოველდღიურობისგან იზოლირებულ სამყაროში იგრძნოთ. აღდგენილი უძველესი ტერასები, ხეხილის ბაღები, აუზები, ჩანჩქერები, სათამაშო სპორტული მოედანი და შთამბეჭდავი ხედი კლდეში ნაკვეთ ქალაქ - ვარძიაზე. აქვე შეძლებთ თავად დაამზადოთ და დააგემოვნოთ ტრადიციული მესხური კერძები და დაესწროთ ღვინის დეგუსტაციასა და სხვადასხვა კულინარიულ მასტერ-კლასებს.
ვრცლად
დაჯავშნა