''ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში'' ღვინოს ქმნის იმ უძველესი ტრადიციული კახური მეთოდით, რომელიცაა ქვევრში ღვინის დაყენება. 2013 წელს იუნესკომ (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესს. ეს ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ''ტყუპების საღვინე სახლში'' ღვინო მზადდება ნაფარეულის მიკროზონაში საუკეთესო ვენახებში მოკრეფილი რჩეული მოსავლისაგან. ღვინო ქვევრში გადის ბუნებრივ ფილტრაციას, რის გამოც ქვევრის ღვინოს არ სჭირდება ქიმიური დამუშავება, რაც მას სხვა ღვინოებისაგან ხარისხითა და გემოთი გამოარჩევს.
ვრცლად
დაჯავშნა