პროდუქტები
ბადაგონის ბუტიკ სასტუმრო რუსთაველი დედაქალაქის გულში, ცენტრალურ მოედანზე, საუკეთესო ადგილას მდებარეობს. ეს დახვეწილი და მყუდრო სასტუმროა, რომლის დიზაინის შთაგონების წყარო რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანია“. სასტუმროს თითოეული ნომერი პოემის კონკრეტული პერსონაჟის სახელს ატარებს და შესაბამისად ყოველი მათგანი ინდივიდუალურია.
ბუტიკ სასტუმრო საქართველოში არსებული უნიკალური სივრცის „ბადაგონის სახლის“ განუყოფელი ნაწილია. ეს სივრცე აერთიანებს თავად სასტუმროს, ბადაგონის ღვინის შესანიშნავ რესტორანსა და ღვინის მაღაზიას. ამ სივრცეში შემოსვლით თქვენ ხვდებით ბადაგონის შთამბეჭდავ სამყაროში. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ ექსპერიმენტული ქართული კერძები, რომლებიც ბადაგონის ღვინოების შთაგონებითაა შექმნილი, მიიღოთ პროფესიონალთა კონსულტაცია ღვინისა და კერძის იდეალური შეხამების თაობაზე და დატკბეთ დახვეწილი, მყუდრო გარემოთი.
ვრცლად
დაჯავშნა