პროდუქტები
კომპანია “WinoMi - ვინომის” დაარსება ახმეტაში, საუკუნოვანი ქვევრების არსებობას უკავშირდება, რომელშიც ჩვენი წინაპრები ტრადიციული ქვევრის ღვინოს წურავდნენ. ასაკიდან გამომდინარე ქვევრები უნიკალური თვისებებით გამოირჩევიან, რაც მათში დაწურულ სითხეს უფრო საინტერესოს ხდის. სწორედ ღვინის უცხო გემომ განაპირობა 2015 წელს, მამაპაპისეული ვენახებიდან მიღებული მოსავლით დაწურული ღვინით წარმოების დაწყება. მთავარი მიზანი კი ასეთი იყო: განსხვავებული და საოცარი გემოვნური თვისებების მქონე ღვინო არ დარჩენილიყო მხოლოდ ოჯახის საგანძურად და ის ფართო საზოგადოებასაც გაეცნო.
ამ ეტაპზე "WinoMi - ვინომი" ოთხი სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს, ქისს, მწვანესა და რქაწითელს. მიეკუთვნება ახალგაზრდა ღვინოთა ჯგუფს და ახასიათებს გემოს ხანგრძლივობა, ჯიშური მახასიათებლებით.
ქართულ ბაზარზე "WinoMi - ვინომი" ლიმიტირებული რაოდენობითაა წარმოდგენილი და კონკურენციას უწევს სხვა მსხვილ თუ მცირე კომპანიებს, საოჯახო ტიპის მარნებს.
ტრადიციული ნიშა კომპანიას არ ზღუდავს, იყოს თანამედროვე სავაჭრო გარემოსა და ტენდენციებზე მორგებული.
"WinoMi - ვინომი" აგრძელებს კახური, ქვევრის ღვინის წარმოების 8000 წლოვან ტრადიციას!
ვრცლად
დაჯავშნა