პროდუქტები
m|catering კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მომსახურებაა, რომელმაც მუშაობის 10 წლის მანძილზე 1,000 ზე მეტი ღონისძიებისა და პროექტის განხორციელება შეძლო.
2017 წელს, m|catering სრულიად განახლდა, შეიცვალა მენიუ და ასორტიმენტი და მეტად დახვეწილი ვიზუალური და გემოვნური თვისებების მქონე კერძებით ჩანაცვლდა.
უფრო მეტიც, კომპანიამ წარმოადგინა სპეციალური ხაზი ბავშვებისთვის - m|kids, რომელიც სრულიად ჯანსაღი, ახალი და ბავშვების საყვარელი პროდუქტებისაგან იქმნება.
m|catering-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კორპორატიული კვებაა, რომელიც ყოველდღიურად 1,000-მდე ადამიანს ემსახურება. მაღალი ხარისხის მომსახურება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით (კარგად აღჭურვილი სამზარეულო, ცხელი და ცივი კერძების მოსამზადებელი ადგილები, მშრალი/ცივი/საყინულე სათავსოები და ა.შ.) და ადამიანური რესურსით (QA მენეჯერი, HSE მენეჯერი, HSE ოფიცერი, სურსათის უვნებლობის ოფიცერი, შეფ მზარეულები, მცხობელები, კონდიტრები, ტექნიკური პერსონალი და სხვა).
ვრცლად
დაჯავშნა