ტყისპირა რესტორანი ოტიუმი, რომელიც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, შესანიშნავი ადგილია მთელი დღის სასიამოვნოდ გასატარებლად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც საღამოობით შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით ან დაესწროთ სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი მუსიკოსების კონცერტებს.
რესტორნის თანამედროვე ინტერიერი, ულამაზესი ტყისპირა ეზოთი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნოლოგიით, ოტიუმ-ს იდეალურ ადგილად აქცევს ნებისმიერი ღონისძიებისთვის, იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე, საქმიანი შეხვედრები, ხელოვნების გამოფენა თუ ინდივიდუალური ან კორპორატიული ღონისძიებები. ინტერიერს შეუძლია ადვილად მოერგოს ნებისმიერი გემოვნებასა თუ სურვილების მქონე ადამიანს.
ვრცლად
დაჯავშნა