პროდუქტები
აპირებთ თუ არა თბილისში სტუმრობას სიამოვნებისთვის ან საქმიანი ვიზიტით და გსურთ დატკბეთ მომხიბლავი ძველი ქალაქის მშვიდი სამეზობლოებით, მაშინ ეს ადგილი თქვენთვის არის. სასტუმრო იდეალურად არის განთავსებული თბილისის ტიპიურ ქუჩაში, თავისუფლების მოედანსა და ცნობილი გორირდის აბანოებს შორის. ახლო მდებარე პატარა ქუჩები საუკეთესო ადგილია ჭიქა ღვინის მისართმევად და სადილისთვის იქ მდებარე რესტორნებსა და ბარებში. სასტუმრო ახლად გარემონტებულ შენობაშია, ოდესღაც საცხოვრებელი სახლი, ახლა უკვე პატარა სასტუმრო 12 ოთახით. თითოეულ ნომერს აქვს განსხვავებული განლაგება და ზომები, თუმცა ყველა მათგანს შეუძლია წარმოდგენა შეგიქმნათ სოფლის სახლის. ყველაზე დიდ ოთახს აქვს აივანი, ორნამენტული ფილების ჩაძირული აბანო და დივანი, რომელიც დაფარულია ქართული ქსოვილებით. სარდაფში არის დიდი საუზმე ოთახი, გრძელი შუშის ფანჯრით, საიდანაც ეზოს დანახვაა შესაძლებელი. პირველ სართულზე კომუნალური ტერასა გადაჰყურებს ეზოს და აგრეთვე ქუჩის კუთხესაც, იდეალური ადგილი დასაჯდომათ და ძველი ქალაქის ნაზი ტემპის საყურებლად.
ვრცლად
დაჯავშნა