ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

დაჯავშნა
ტელეფონის ნომერი
სასურველი მომსახურება
product-logo-22

ისტორია

ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ მაშინ, როცა მაღაზიები არც კი არსებობდა. ეს მრავალსაუკუნოვანი ქართული საიუველირო ტრადიციებია, რომელიც სათავეს წინა ისტორიულ პერიოდში იღებს, მოგვიანებით საპატიო ადგილს მუზეუმებში პოულობს, დღეს კი უკვე მისი გაცოცხლებისა და განახლების სამსახურში საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ დგას.

 

”ზარაფხანას” ისტორია 1939 წელს იწყება, მაშინ, როცა თბილისის კოლორიტულ უბანში, შარდენისა და ვერცხლის ქუჩებზე განლაგებული პატარ-პატარა საიუველირო სახელოსნოების ენთუზიასტი ოქრომჭედლები ერთიანდებიან და იქვე, ლესელიძის ქუჩაზე „თბილისის საიუველირო ფაბრიკას” აარსებენ. საწარმო რამდენჯერმე იცვლის ადგილმდებარეობას და სახელს, მათ შორის, ერთი პერიოდი, „ეროვნული ზარაფხანაც” კი ჰქვია. სახელთა ცვლილების მიუხედავად, რეგიონის მასშტაბით ის თავის საქმეში სულ მოწინავეა.

 

2005 წელს საწარმო კერძო საკუთრება ხდება და ძველ სახელსაც - ”ზარაფხანას” - იბრუნებს, მაგრამ ძირითად პრიორიტეტად იგივე რჩება: საიუველირო მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.

 

ბევრ სხვა რამესთან ერთად კონკურენტთაგან „ზარაფხანას” სწორედ ეს გამოარჩევს: ის, ბუნებრივი და ძვირფასი, ასევე, არაძვირფასი ქვების გამოყენებით თავის ოქროს, ვერცხლისა თუ თითბერის ნაკეთობებს საუკეთესო საოქრომჭედლო ტრადიციებზე დაყრდნობით ქმნის.

 

ამ ტრადიციების ნაყოფიერად გამოყენებისა და ისტორიული საგანძურის ერთგულების მიუხედავად „ზარაფხანა” თანამედროვეობას არასდროს ჩამორჩება. ეს ეხება საიუველირო საქმის ორივე კომპონენტს: როგორც დამზადების ტექნოლოგიას, ისე ნაკეთობების დიზაინს.

 

კომპანია მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიების განახლებაზე, უახლესი დაზგა-დანადგარებითაა აღჭურვილი და ყოველი ახალი ნაკეთობა, ვიდრე მომხმარებლამდე მიაღწევს, ხარისხის საექსპერტო შემოწმებას გადის.

 

გარდა ამისა, „ზარაფხანა” გულდასმით სწავლობს მომხარებლის ინტერესებსა და სურვილებს, ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსა და მოდის ტენდენციებს და შედეგად ეროვნულ ელემენტებთან დახვეწილად შეჯერებულ თანამედროვე სამკაულს ქმნის.

 

თავის მხრივ, ცალკე ისტორია აქვს „ზარაფხანას” ყოველი ახალი ნაკეთობის შექმნასაც. აქ უამრავი ადამიანია ჩართული: მხატვარი, რომელმაც თავისი ხედვა ადამიანის სხეულსა თუ გემოვნებას უნდა მოარგოს; იუველირები, რომელთაგან ბევრს მუშაობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს; ექსპერტები, რომლებიც ხარისხისა და სინჯის უტყუარობას ამოწმებენ; სამხატვრო საბჭო, რომელიც კოლექციის გამოშვებამდე ყოველ ახალ ნიმუშს ყურადღებით შეისწავლის.

 

„ზარაფხანაში” 130-ზე მეტი თანამშრომელია, აქ ყველა რგოლი - ოქრომჭედლიდან დირექტორამდე - ხარისხისა და დიზაინის დახვეწაზე ერთობლივად ზრუნავს, რომ საბოლოოდ ხარისხიანი ნედლეულისა და ულამაზესი ფორმების შერწყმით სრულყოფილმა შედეგმა მომხმარებლამდე მიაღწიოს.

 

მომხმარებელს კი საშუალება ეძლევა, „ზარაფხანას” პროდუქტი კომპანიის მაღაზიებში უკვე პირადად შეაფასოს. აქ, რთულია ყველამ მისთვის სასურველი ნაკეთობა არ აღმოაჩინოს, მით უფრო, რომ „ზარაფხანას” მაღაზიებში მომხმარებელთა დასახმარებლად კეთილგანწყობილი, გამოცდილი ასისტენტები მუდამ მზად არიან. აქ ნახავთ საქორწინო ხაზს, საეკლესიო ხაზს, საქართველოს არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნ სიძველეებზე დაყრდნობით შექმნილ სამკაულსა და სუვენირებსაც. ნახავთ საქართველოს კუთხეების, ძველი თბილისისა თუ ფილმების მოტივებზე შექმნილ სუვენირებსდიზაინერულ ნაკეთობებსა და თანამედროვე სამკაულს.

 

ეს ყველაფერი „ზარაფხანას” ლიდერის პოზიციაში აყენებს. ის მომხმარებელში მოპოვებულ ნდობას განსაკუთრებით უფრთხილდება და თავის ისტორიას წარმატებით აგრძელებს.

 

მისია

ჩვენი მისია ერთდროულად რთულიცაა და სასიამოვნოც. ყოველმხრივ ვცდილობთ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მომხმარებლების მოპოვებული ნდობა, გავითვალისწინოთ მათი სურვილები, ინტერესები და საუკეთესო საიუველირო ტრადიციებით, ხარისხიანი და ნატიფი ნაკეთობები შევქმნათ. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ენერგიული მუშაობისა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნის ხარჯზე, ქართულ საიუველირო ბაზარზე ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გავამყაროთ, ჩვენი შრომის შედეგი კი ყოველი თქვენთაგანისთვის სასურველი ვაქციოთ.

ვრცლად
დაჯავშნა

ბეჭედი

სამკაული

სხვა კომპანიები

მარიონელა

Ponte Vecchio

18K Precious Crafts

Chkhira Jewelry

სკივრი

კენე

მარილისი

GOLDHOUSE.GE

კრისტალი

დელფოსი

ფრანკო ფონტანა

Fiorella Georgia

ნოემ

მარილისი

დელფოსი

პარფოისი

Chronograph Georgia - მაღაზია "ქრონოგრაფი"

Chronograph Georgia - მაღაზია "ქრონოგრაფი"

ფრანკო ფონტანა

18K Precious Crafts

ლიმერენსი