პროდუქტები
,,თავადური“ – ქართული, საავტორო სამზარეულოს კლასიკური რესტორანი, მე-19 საუკუნის თბილისის ისტორიულ პარკში - „მუშტაიდი.“
„თავადური“–ს მოწყობისას, დიზაინერებმა გადაუხვიეს კლასიკური, ევროპული რესტორნის სტილიდან, სხვადასხვა ეპოქის, ქართული სულის მქონე დეტალებით: ,,ჩვენ ვჭედდით ინტერიერს სანტიმეტრების მიხედვით. „თავადური“-ს მთელი კონსტრუქცია დაპროექტებულია ძველი, ქართული ელემენტების გათვალისწინებით.“ ინტერიერი შესრულებულია კლასიკურ სტილში. აქ დეტალები ქმნიან მე-19 საუკუნის „მუშტაიდი“-ს პარკის ცნობილი რესტორნის ისტორიულ ილუსტრაციას: მარმარილოს საფეხურები, სპილოს ძვლის ფერი კოლონები, ხით და სარკით მოპირკეთებული კედლები, ხის მაგიდები, ხავერდის დივნები, ბრები, ვინტაჟური ჭაღები, კედლებზე - მე-19 საუკუნის ქართული ელიტის და ცნობილი ქართველი თავადების უნიკალური ფოტოები.განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მთავარ შესასვლელში გამოფენილი, საქართველოს დიდგვაროვან თავადთა ისტორიული გერბები. „თავადური“-ს შემქმნელებმა, მაქსიმალურად გამოიყენეს ადგილმდებარეობის უპირატესობები და გაითვალისწინეს მცენარეთა დასარგავი ადგილების სიმრავლე, მუშტაიდის ბაღში გამავალი, უზარმაზარი, პანორამული ფანჯრების გასწვრივ.
„თავადური“-ს კონცეფცია
რესტორანი „თავადური“ – ოთხი სხვადასხვა ისტორიაა, თავადების დროინდელი საქართველოდან.
„თავადური“-ს გერბის შექმნისას, გათვალისწინებულ იქნა რესტორნის მთავარი იდეა: ოთხი განსხვავებული ისტორიული გადმოცემის - „სათავადოს“, „სალხინოს“, „სანადიმოს“, „მუშტაიდის ვერანდის“ გაერთიანება, ასევე თავადების დროინდელი საქართველოს გასტრონომიული მახასიათებლები.
ვრცლად
დაჯავშნა