ლეგენდარული „რიტუალების სასახლე“ კვლავაც თქვენს განკარგულებაშია!
სადღესასწაულო მრავალფუნქციური კომპლექსი დახვეწილი გემოვნების მქონე სტუმრებისა და მაღალი სტანდარტების ღირსეული შემფასებლებისთვის.
კონცეფცია
საქორწინო ცერემონია, წვეულება, თემატური საღამო, კორპორატიული ღონისძიება, სადღესასწაულო „ივენთი“, იუბილე და ა.შ.);
სპეციფიკაცია
ცერემონია მინიმალისტურ, ევროპულ სტილში;
კლასიკური, ტრადიციული წვეულება სადღესასწაულო სუფრით;
სტილიზირებული თემატური საღამო ფურშეტით.
კომპლექსი აერთიანებს:
ხელისმოწერის ცერემონიისთვის განკუთვნილ დარბაზს, რესტორნის ზონას, „ბარ-ლაუნჯის“ ზონას და საკონფერენციო დარბაზს.
კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც თქვენ ირჩევთ სასახლეს:
გარემო
უნიკალური „ამბიენტე“, დახვეწილი ინტერიერი, სასახლის პომპეზური სივრცე, უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი და ეკლექტური სადღესასწაულო დარბაზებით ინტერიერში, საოცრად შთამბეჭდავი ექსტერიერით და საუკეთესო პანორამული ხედებით... ეს ყოველივე თქვენი განსაკუთრებულად დაუვიწყარი დღესასწაულებისთვის.
თქვენ ამას იმსახურებთ!
მენიუ და სერვისი
გურმანების განკარგულებაშია საგანგებოდ მოწვეული შეფ-მზარეული და სპეციალურად სასახლისთვის შემუშავებული სერვის-მენეჯმენტი, საქართველოში ყველაზე მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული მენიუ და დახვეწილი ფურშეტ-მენიუ რესტორნის სტუმრებისთვის, ასევე ლანჩ-მენიუ და Coffee Break კონფერენციების, სემინარების და ვორქშოფებისათვის.
ბრენდინგი
სასახლის ბრენდინგ მენეჯმენტი გათვლილია ყველანაირი მოთხოვნისა და სურვილის რეალიზებაზე. თქვენს განკარგულებაშია უნიკალური კომპლექსური ბრენდინგი: დიზაინი, ფლორისტული დეკორი, პიროტექნიკა (ფოიერვერკი, სერპანტინი, შადრევანი, Sky Lighter), კორტეჟი, პროფესიონალური პორტფოლიო, ვიდეო მომსახურება, ქორეოგრაფის მასტერ-კლასები, მოსაწვევი ბარათების დამზადება, საკურიერო სერვისი, სადღესასწაულო ტორტი, საქორწინო სამოსი, ვიზაჟი, ვარცხნილობა, სტილი, ასევე მუსიკალურ-გასართობი პროგრამა (როიალი, ვიოლინო, ცოცხალი „ბენდი“, ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი, ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები, ქორეოგრაფიული და თეატრალიზებული სანახაობა, იუმორისტული სკეჩ-შოუ, პაროდია, ანიმაცია, კონფერანსიე, თამადა და ა.შ)