პროდუქტები
“პელაგონი საბურთალოზე” ევროპული ტიპის რესტორანია. ლამაზი და დახვეწილი ინტერიერი ვიქტორიანული არქიტექტურის ელემენტებით არის გაჯერებული. ბერძნულ-რომაული კულტურის ინსპირაციაა ცენტრალურ დარბაზში განთავსებული თაღები და სვეტები. არტ-დეკო ორნამენტები დარბაზის კლასიკურ ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის და მას თანამედროვეობას მატებს.
150 კაცზე გათვლილი ცენტრალური დარბაზი, მყუდრო აპარტამენტი, რომელიც დაახლოებით 30 კაცს იტევს, გასათბობი სისტემით აღჭურვილი კომფორტული ტერასა - ეს მთლიანობა ქმნის იდეალურ სივრცეს, რომელიც სტუმრის სიამოვნებაზეა გათვლილი.
პოპულარულ ევროპულ კერძებთან ერთად თქვენ ბრენდ-შეფმზარეულის გიორგი სარაჯიშვილის საავტორო კერძების დაგემოვნებაც შეგეძლებათ.
რესტორანი “პელაგონი საბურთალოზე” ასევე ყველასათვის საყვარელ ქართულ ტრადიციულ კერძებსაც გვთავაზობს. მათ დასაგემოვნებლად გურმანებს წინასწარი ჯავშნის გაკეთება მოუწევთ.
ვრცლად
დაჯავშნა