შუაგული ჯადოსნური ადგილია. თბილისთან ყველაზე ახლოს ჩვენ შევქმენით დეკორატიული მცენარეების ბაღი და ზღაპრული საღონისძიებო სივრცეები თქვენთვის. ბაღის მთავარი მშვენებაა ტბა, გულის ფორმის კუნძულით
ჩვენ გთავაზობთ:
- შუაგულის სანერგე
თქვენი ბაღების, ეზოებისა და ტერასების გასალამაზებლად გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის დეკორატიულ მცენარეებსა და ნერგებს, რომლებიც წლების მანძილზე იზრდება ჩვენთან, შუაგულში და იდეალურად არის ადაპტირებული საქართველოს და განსაკუთრებით თბილისისა და მისი შემოგარენის კლიმატურ პირობებთან.
- შუაგულის ღონისძიებები
სივრცეები განსხვავებული სტილის ღონისძიებებისთვის - ქორწილი, ხელის მოწერის ცერემონია, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, კონფერენცია, გუნდური თამაშები ... ჩვენთან შექმნილი მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ
- ”გლემპინგი“ შუაგულში
ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას ეგზოტიკურ, გლამურულ სერვისს, რომელიც გლემპინგის სახელით არის ცნობილი. შუაგულის სივრცეში 6 გლემპინგ კოტეჯი ბუნებისა და კომფორტის საუკეთესო სინთეზია. გლემპინგს ყველაზე ხშირად წყვილები სტუმრობენ, თუმცა ოჯახისთვისაც იდეალურია. კოტეჯები ყველა სეზონზე ფუნქციონირებს.
- შუაგულის მარანი და ქართული ტრადიციული კუთხე
ქვევრის ღვინის დეგუსტაცია, თონეში პურის ცხობისა და ჩურჩხელის დამზადების მასტერკლასები
- შუაგულის ტბა
ნავით გასეირნება შუაგულის ტბაზე და თევზაობა
- საცურაო აუზი
თუ დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებთ ზაფხულის ცხელი დღეები თბილისთან ყველაზე ახლოს შუაგულის აუზზე უნდა გაატაროთ. დაისვენეთ და გაირუჯეთ ბუნებაში.