ლილეა არის ყველაზე ლამაზი ყვავილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე 27/29 ნომერში. აქ შეგიძლიათ მიიღოთ საუკეთესო მომსახურება. ჩვენი მთავარი მიზანია მივცეთ ხალხს ბედნიერება.
ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე და ამიტომ გთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს:
- პირადი ასისტენტი
- საღამოს ორგანიზება, დაგეგმვა, დეკორაცია
- საქორწილო ყვავილები
- ინტერიერის დეკორაცია (სასტუმროები, რესტორნები, ოფისები)
- დაკრძალვის ყვავილების გვირგვინი
მეტიც, ჩვენ ვთანამშრომლობთ ივენთ კომპანიებთან.
ჩვენი პროფესიონალი და გამოცდილი მეყვავილეები ზრუნავენ თითოეული მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ამის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ყვავილები მოგანიჭებთ სიხარულს და ბედნიერებას. გთავაზობთ ქართულ ყვავილებს უცხოურებთან ერთად, რათა დააკმაყოფილოს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნილება და გემოვნება. ჩვენი მეყვავილეები მოგემსახურებიან 3 ენაზე (ქართული, ინგლისური და რუსული).
ყვავილების ლოდინში შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ჩაი ან ყავა, წითელი ღვინო ან შამპანური, მოუსმინოთ მუსიკა და იგრძნოთ თავი სრულ კომფორტში. ჩვენ გპირდებით ექსკლუზიურად პოზიტიურ გარემოს.