ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

"Wedding Stars Awards": რა მნიშვნელობა აქვს საქორწილო პრემიას, საქორწილო ბაზრის განვითარებისთვის

5735

5 დეკემბერს, "The Biltmore Tbilisi" -ში, პირველი ქართული საქორწილო პრემიის “Wedding stars awards” -ის დაჯილდოვება გაიმართება. მისი მიზანი, მაღალი ხარისხის სტანდარტის ჩამოყალიბება და საქორწინო ინდუსტრიის საუკეთესო ნაშრომების წარდგენაა. დაჯილდოვებაში მონაწილე კომპანიები, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, 25-მდე ნომინაციაში გამოვლინდებიან, რომლებსაც პროფესიონალი, სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი, დამოუკიდებელი და ობიექტური ჟიურის წევრები გამოავლენენ.

 

როგორია კონკურისში მონაწილეობის პირობები და რატომ არის მნიშვნელოვანი, ამ ტიპის ღონისძიება სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, დეტალურად გვესაუბრება ღონისძიების იდეის ავტორი ტატიანა რემნევა.

 

 

- მოგესალმებით. პირველ რიგში წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი - ვინ არიან დაჯილდოების ორგანიზატორები და საიდან გაჩნდა იდეა, მოგეწყოთ საქორწილო სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის ამ ტიპის კონკურსი/დაჯილდოება?

 

- მოგესალმებით. მე ვარ ტატიანა რემნევა, “Wedding Stars Awards” -ის საორგანიზაციო კომიტეტის ხემძღვანელი. რაც შეეხება საქორწინო პრემიის დაწესების იდეას: წელიწად-ნახევარი ვეწეოდი საორგანიზაციო საქმიანობას, სააგენტოში “Mandarini Wedding” და ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ფაქტი, თუ რამდენად სწრაფად ვითარდებოდა საქორწილო სერვისების ინდუსტრია, ჩნდებოდა ახალი კომპანიები და უმჯობესდებოდა ხარისხი და არჩევანის მრავალფეროვნება. ერთხელ სეზონის დასასრულს კორპორატიულ საღამოზე, ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა მოაწყვეს კენჭისყრა კონტრაქტორებს შორის. იმ  საღამოს  დაიბადა იდეა, რომ დავაწესოთ ნამდვილი და სერიოზული საქორწინო დაჯილდოება.  ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო გამოცდილებას, იმიტომ რომ ეს ფორმატი გავრცელებულია ევროპაში. აქვე, რა თქმა უნდა, რადგან ადგილობრივი ბაზრისთვის სიახლეა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინეთ მისი მახასიათებლები. 

 

- რა არის ღონისძიების მიზანი?

 

- საქართველოს საქორწილო ბაზარი ძალიან ახალგაზრდაა. მაგრამ ამ ქვეყნის უნიკალურობა  ის არის, რომ აქ შესაძლებელია სწრაფი და სერიოზული ცვლილებები. ტურისტების მხრიდან ინტერესის გაზრდის გამო, პირველი უცხოელი წყვილი აქ ორიგინალური ადგილების, ავთენტური კულტურისა და ქორწილისთვის საინტერესო ფორმატის მოსაძებნად ჩამოვიდა. სამი წლის განმავლობაში, უცხოელთა ინტერესიც და საქორწილო ბაზარიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2018 წელს, 1910 უცხოელი წყვილი დარეგისტრირდა, დასაქორწინებლად.

 

თუმცა, ადგილობრივ კომპანიებს ჯერ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება. მომსახურების ზოგიერთ სფეროში,არ არის საკმარისი მრავალფეროვნება და ბაზარი არის ქაოტური. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ აღმოვაჩინოთ საუკეთესოები, არამედ ხელი შევუწყოთ ბაზრის მთლიან განვითარებას. ასევე, გვაქვს საგანმანათლებლო მიზნები: პროფესიონალიზმის ზრდა შეუძლებელია ტრენინგის გარეშე და გვინდა შევთავაზოთ და მხარი დაუჭიროთ საგანმანათლებლო საქმიანობას ბაზრის ყველა მონაწილისთვის. 

 

- რა მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას ქართული საქორწილო ბაზრისთვის?

 

- “Wedding Stars Awards” არის დამოუკიდებელი ჯილდო, რომელიც დაფუძნებულია საქორწილო ბაზარზე.  ჩვენ გვინდა არა მხოლოდ საუკეთესოების დადგენა, არამედ გვსურს ვიქვეთ მომსახურების სფეროს ხარისხის გარანტად.. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ფიგურა, რომელსაც გამარჯვებული თაროზე შემოდებს. ეს არის მარკეტინგული საშუალება, რომელიც ნათლად აჩვენებს პოტენციურ მომხმარებელს, რომ ჯილდოს გამარჯვებული უზრუნველყოფს მაღალხარისხიან მომსახურებას.

 

საქორწილო პრიზი პროფესიონალური საზოგადოების შექმნის საშუალებაცაა. ამ ეტაპზე ბაზარი საკმაოდ ფრაგმენტულია, ყველა მუშაობს თავისთვის. საუკეთესო ნამუშევრების ჩვენება ცერემონიაზე და  მთავარ მონაწილეების შეხვედრა ერთ სივრცეში, ხელს შეუწყობს საზოგადოების სტრუქტურირებას და საჭირო შინაგანი ახალი კონტაქტების გაფართოებას.   


 

- დაინტერესების შემთხვევაში, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ კომპანიები?

 

დაჯილდოებაში მონაწილეობის მისაღებად, კერძო პირებმა ან კომპანიებმა, უნდა შეავსონ განაცხადი ჩვენს ვებგვერდზე wedstarsawards.ge, "ნომინაციების" გვერდზე, მათი საქმიანობის შესაბამის კატეგორიაში. შემდეგი ეტაპია, მონაწილეობის ღირებულების გადახდა; 1 ნოემბრამდე (ნომინაციაში "საუკეთესო საქორწილო კადრი" - 15 ოქტომბრამდე), ყველა მსურველმა უნდა წარადგინოს პრეზენტაციები ან ბმულები მათი ნამუშევრების  შესახებ.

 

მოწოდებული მასალების ფორმატი განისაზღვრება თითოეული ნომინაციის მოთხოვნების შესაბამისად.

 

მაგალითად, ნომინაციაში "საუკეთესო საქორწილო პროექტი", მონაწილეებმა უნდა წარადგინონ პროექტის დეტალური აღწერა, ფოტო მასალებით (მათ შორის ბექსტეიჯი)  და ვიდეოების ბმულები (არსებობის შემთხვევაში), ხოლო ნომინაციაში "საუკეთესო საქორწილო კადრი", ფოტოსურათის გარდა, განმცხადებლებს უნდა  წარუდგინონ აღწერა.

 

- როგორი იქნება შეფასების პროცესი?

 

დამოუკიდებელი და ობიექტური ჟიური, ჩვენი დაჯილდოების მთავარი ამოცანა და ღირსებაა. ამისათვის ჩვენ შევქმენით გუნდი, რომელიც შედგება აღიარებული პროფესიონალებისგან. ისინი პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი საქორწილო ბაზრის სფეროებთან.  ჟიურის ერთადერთი  პროფესიონალი წევრი, იტალიის საქორწილო დაჯილდოების  წარმომადგენელია, რომელიც  მხარს გვიჭერს და  ძალიან მადლობელი ვართ ამით.

 

ჟიური ნომინანტებს, ექსპერტთა გუნდის მიერ დადგენილიკრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს.  ექსპერტების გუნდი შედგება საქორწინო სფეროს პროფესიონალებისგან როგორც საქართველოდან, ასევე უკრაინიდან და რუსეთიდან. მათი მდიდარი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მათგანი საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობს.

 

ექსპერტები ხმას არ აძლევენ და შეფასების კრიტერიუმები იქმნება მხოლოდ მათი გამოცდილების და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

 

თითოეული ნომინაციისთვის იქმნება მთელი რიგი კრიტერიუმები.  გამარჯვებული განისაზღვრება ცალკეული კრიტერიუმების მთლიანობით. ამისათვის ჩვენ ვიწვევთ დამოუკიდებელ სპეციალისტს აუდიტისა და სტატისტიკურ მოდელებში.

 

წელს გვაქვს 25 ნომინაცია. დაჯილდოების წესების თანახმად, თუ ჩვენ არ გვყავს საკმარისი მონაწილეები ნებისმიერი ნომინაციისთვის, მაშინ ამ ნომინაციაში ჯილდო  არ გაიცემა და მონაწილეობის საფასური უბრუნდება მონაწილეს. ამ ეტაპზე ჩვენ ვიღებთ პირველი მონაწილეობის განაცხადებს და ვურჩევთ ყველა საქორწილო პროფესიონალს, არ დააყოვნოს, რადგან უფრო და უფრო ნაკლები  დროა განაცხადის და პრეზენტაციის წარდგენისათვის.

 

“Wedding Stars Awards” საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 5 დეკემბერს სასტუმრო "Biltmore"-ში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით: Wedder.ge საქორწილო პორტალი, "Ori" და "Mandarini" საქორწილო სააგენტოები, ჩვენი ტექნიკური პარტნიორი "Geovoice", "Podium" სილამაზის სალონების ქსელი და "Badagoni" ღვინის ბრენდი.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი