“Wedding stars awards”, Wedder.ge -ს ოფოციალური პარტნიორობით, წარმოგიდგენთ ქართული საქორწილო პრემიის დაჯილდოვებას, რომელიც 5 დეკემბერს, "The Biltmore Tbilisi" -ში გაიმართება. “Wedding stars awards” ქართული საქორწინო მომსახურების სფეროში, პირველი მნიშვნელოვანი დაჯილდოვებაა. მისი მიზანი, მაღალი ხარისხის სტანდარტის ჩამოყალიბება და საქორწინო ინდუსტრიის საუკეთესო ნაშრომების წარდგენაა.
დაჯილდოვებაში მონაწილე კომპანიები, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, 25-მდე ნომინაციაში გამოვლინდებიან, რომლებსაც პროფესიონალი, სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი, დამოუკიდებელი და ობიექტური ჟიურის წევრები გამოავლენენ, რომლებიც ღონისძიების ორგანიზატორებმა 23 ივლისს წარუდგინეს ფართო საზოგადოებას ლანჩზე, რესტორან "ბარბარესთან". ჟიურისა და ექსპერტების ჩამონათვალი, შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოს.
ღონისძების ოფიციალური პარტნიორები არიან "OK! საქართველო", "NRJ 104.7", "Georgian Today", "COBA", "GeoVoice", "Ori Wedding", "მანდარინა".
დაჯილდოვებაში მონაწილე კომპანიებს, ეძლევათ შესაძლებლობა, შეადარონ თავიანთი შესაძლებლობები კონკურენტებს, გაიგონ რა ხდება ბაზარზე, გაზარდონ ხარისხი, მიიღონ პროფესიონალური რჩევები და შეფასებები.
ღონისძიებაში მონაწილეობის პირობების გასაცნობად დააკლიკეთ.
რეგისტრაცია იწარმოებს პირველი ნოემბრის ჩათვლით. რის შემდეგაც პირველ დეკემბრამდე, მონაწილეებს ჟიურის წევრები და ექსპერტები შეაფასებენ, ხოლო 5 დეკემბერს გამარჯვებული კომპანიების წარდგენა და საზეიმო დაჯილდოვება გაიმართება.
“Wedding stars awards”-ის ჟიურის წვრები:
ნინჩო ჯიბლაძე - მთავარი რედაქტორი OK! საქართველო
გიო ქარდავა - ფოტოგრაფი
ნატალია ბარნაბიშვილი - ღვინისა და კვების ტურიზმის აკადემიის დამფუძნებელი
ელენე კალანდაძე - მომღერალი
ემა მატევოსიანი - ფუდ სტილისტი, ბლოგერი
დიანა კვარიანი - დიზაინერი
კამელია ლამბრუ - იტალიის საქორწილო პრემია
ევგენია ლამპადოვა - პიარ-სააგენტოს მფლობელი
ნათელა ფოცხვერია - კომერსანტი სტილი შეფ-რედაქტორი
ნუკრი ქურდაძე - მეღვინეობა "ფაფარი ველის" მფლობელი
ნინო მღებრიშვილი - მეწარმე ქალთა საბჭოს თანადამფუძნებელი
ენზო ნერი - ცნობილი შეფ-მზარეული
ანდრია ქურასბედიანი - Barbarestan, გენერალური მენეჯერი
“Wedding stars awards”-ის ექსპერტები:
თინათინ ნიჟარაძე - გენერალური მენეჯერი Vanilla Events
იანა ბენდელიანი - ვიზაჟისტი
თამარა გიგოლა - ფოტოგრაფი
ევგენი ჰოლივუდი - ვიდეოგრაფი
ალექსანდრა ბელაია - საქორწინო ცერემონიების ოსტატი
პაველ მელნიკი - ფოტოგრაფი
სერგო საფარიანი - მსახიობი, ღონისძიებების წამყვანი
დავით გორგოშიძე - კონდიტერი, Marron Pastry მფლობელი
ელენე მოსკვიჩევა - ფლორისტი, Rosenbloom-ის დამფუძნებელი
იანნა მალაშენკო - ქორწილების ორგანიზატორი, საქორწინო სააგენტოს "Mandarini Wedding" დამფუძნებელი
ივან ლინკოვი - ქორწილების წამყვანი
Wedder.ge ეტაპობრივად გაგაცნობთ ჟიურისა და ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს.
კომენტარები