სტუმრებმა საქორწილო მოსაწვევბიც უცნაური შინაარსის მიიღეს. კიმმა და რაიანმა, სტანდარტული მოსაწვევის ნაცვლად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ მეგობრებს რუკები გაუგზავნეს და ისინი, საქორწილო წვეულებისთვის ყველაზე უცნაურ ადგილას, გრანდ კანიონზე დაპატიჟეს. თუმცა ეს ყველაფერი როდია. საქორწილო ცერემონიის გამართვას სულაც არ აპირებდნენ კანიონზე, მიწაზე. წყვილმა საქორწილო ფიცი, არც მეტი არც ნაკლები, ჰაერში დადო - მიწიდან 400 ფუტის სიმაღლეზე.
სამზადისი რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და მასში პროფესიონალები იყვნენ ჩართული. საქორწილო "ხალიჩას" 5000-მდე ყვავილის ფურცელი ფარავდა. კიმს ვინტაჟური, ულამაზესი საპატარძლო კაბა ეცვა, რაიანს კლასიკური ლურჯი პიჯაკი. კიმის გამბედავ ხელისმომკიდეებს გრძელი, გარემოსთ შესაბამის ფერებში გადაწყვეტილი კაბები ეცვათ.
საქორწილო ცერემონია, განსაკუთრებით კი ფიცის დადების მომენტი, წყვილისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო და რაიანს ცრემლებიც კი მოერია.
ექსტრემალურ გარემოში ქორწილის გადახდა არც თუ ისე მარტივი დასაგეგმი და განსახორციელებელი იყო. მასში ჩართულები იყვნენ აკრობატები, საჰაერო და უსაფრთხოების სპეციალისტები, პარაშუტისტები და სხვ. განსაკუთრებული შრომის გაწევა კი ფოტო და ვიდეოგრაფებს მოუხდათ, რომლებმაც დავალებას შესანიშნავად გაართვეს თავი.
კიმმა და რაიანმა, ესეც არ იკმარეს და ბოლოს პარაშუტითაც გაფრინდნენ. ჯერჯერობით არ მოიძებნება წყვილი, რომლებმაც ასე ორიგინალურად და ექსტრემალურად დაიწყეს საოჯახო თანაცხოვრება.
კომენტარები