ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

უცნაური ქორწილები

3617

როგორც წესი საქორწილო ცერემონია უნდა ჩატარდეს ეკლესიაში ყველა წესის დაცვით, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც სურთ რომ დაარღვიონ ტრადიცია და ამიტომაც მათ აირჩიეს ყველაზე უცნაური ადგილები საქორწინო ცერემონიის ჩასატარებლად.

 

ამერიკელმა ვავილონია ალვაზმა, სიეტლში 107 წლის წინ აშენებულ შენობაზე იქორწინა. ცერემონიამ წესების სრული დაცვით ჩაიარა. გოგონას თეთრი კაბა ეცვა, „რჩეულს“ აკოცა კიდეც და დაპატიჟებულ 30 სტუმართან ერთად კარგადაც მოილხინა.

 

გინახავთ ქორწილში პატარძალს 200 მ კაბა ცმოდეს? ჩინელ პატარძალს ზუსტად 200მ საქორწინო კაბა ეცვა და მოწვეული სტუმრები ცდილობდნენ კაბა არ დასვრილიყო.

ქორწილი ჰაერში, ამ წყვილმა გადაწყვიტა დაევიწყებინა ქორწილი ეკლესიაში და მათ გადაწყვიტეს მიწისაგან მოშორებით გადაეხადათ ქორწილი. მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირიც დაგიჯდებათ მათ $18, 340.-ი დოლარი გადაიხადეს.

უცნაურ ქორწილებში ასევე ითველბა ქორწილი, რომელიც გადაიხადა ქალმა გარდაცვლილ საქმროსთან. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმრო. მისთვის პირობა ჰქონდა მიცემული რომ რამდენიმე თვეში გაყვებოდა ცოლად. რადგან ვერ მოასწრეს ქალმა პირობა შეუსრულა და ცოლად გაყვა.

 

კიდევ ერთი შავბნელი ქორწილი დაფიქსირდა შტატ ოჰაიოში. ამჯერად ნეფე-დედოფალი ვამპირებად მოგვევლინნენ. მას მერე, რაც ახალჯვარდაწერილებმა ერთმანეთს სამუდამო ფიცი დაუდეს, ამბორის ნაცვლად, მათ ერთმანეთს კისერში უკბინეს. აღსანიშნავია, რომ ამ ქორწილის მთავარი გმირები - საკმაოდ ზრდასრული ადამიანები იყვნენ - პატარძალი 41 წლის, ხოლო ნეფე - 61-ის. უბრალოდ, მათ შესაშური იუმორის გრძნობა აღმოაჩნდათ. ზოგიერთი შეყვარებული წყვილი კი პირიქით, სულაც არ ეძებს განსაკუთრებულ ადგილს ქორწილისთვის და პირდაპირ იქ ქორწინდება, სადაც ერთმანეთი გაიცნეს. თურმე, წყვილების უმრავლესობა ერთმანეთს სწორედ სამსახურში შეხვდა. ტეხასის შტატის მცხოვრებლებმა სალიმ და ჯონიმ ერთმანეთი გაიცნეს სუპერმარკეტში, სადაც გოგონა მოლარედ მუშაობდა. მათი პირველი შეხვედრა მაშინ მოხდა, როცა ჯონი მარკეტში საყიდლებზე იყო მისული. ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. ბევრიარ უფიქრიათ და გადაწყვიტეს, ქორწილი პირდაპირ სუპერმარკეტში გადაეხადათ, თანაც სამუშაო საათებში. ამიტომაც ნეფე-პატარძალს მოწმეებად მხოლოდ მეგობრები კი არა, უამრავი მყიდველიც ჰყავდათ.

 

© intermedia.ge


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი