ოდესმე წარმოგიდგენიათ ქორწილი ვარსკვლავებში? დამეთანხმებით, წარმოსახვაც კი ფანტასტიურია. “Starry night ” ეს მისტიური და გასაოცარი თემა საქორწილო დეკორში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შავ ფონზე, მუქ იისფერში შერეული მოციმციმე ნათურები მომაჯადოვებელ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის და დაუვიწყარი რჩება წყვილს.
ვარსკვლავებიანი ღამის დეკორი, ინსპირირებულია ვინსენტ ვან გოგის ცნობილი ნამუშევრით - „ვარსკვლავებიანი ღამე“. ხავერდოვან ქსოვილზე მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი ელემენტები და ათასობით მოელვარე ნათურა, მაგიურ განწყობას ქმნის.
ამ თემის გადატანა შესაძლებელია ტორტზეც. მუქი იისფერი ტორტი ვერცხლისფერი, ბრონზირებული ბურთულებით და ვარსკვლავებით, “Starry night” დეკორთან იდეალური შერწყმაა.
შედარებით რთული შესაქმნელია, მაშინ როცა ქორწილი ღია სივრცეშია. თუმცა შეუძლებელი არაფერია.
კომენტარები