ქართული საქორწილო ტრადიციების პარალელურად, სხვა ქვეყნების ტრადიციებსაც გავეცნოთ, რომლებიც ხშირს შემთხვევაში ძალიან საინტერესო, უცნაური და სახალისოა. დღეს რამდენიმე ინგლისურ საქორწილო ტრადიციას გავეცნოთ, რომელთაგანაც ზოგიერთი დღემდეა შემორჩენილი - პირვანდელი ან შეცვლილი სახით.
პატარძალს გვერდს უმშვენებს, პატარა გოგონა ყვავილების კალათით, რომელიც ეკლესიას შემოსასვლელიდან სამლოცველოს კარამდე ყვავილებით რთავს. ეს რიტუალი გულისხმობს, რომ პატარძლის ცხოვრებისეული გზაც ასეთივე ლამაზი უნდა იყოს. მეჯვარეს პატარძლის მსგავსი კაბა უნდა ეცვას. რადგან ავმა თვალმა ვერ გაარჩიოს ნამდვილი პატარძლისგან - ეს წყევლისგან თავდასაცავი რიტუალი იყო.
კაბაზე აკერებდნენ ვერცხლისფერ, ნალის ფორმის ბედის თილისმას. ძველ ინგლისში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძალს უნდა ეტარებინა ბაფთიანი ნალი, რაც კარგი მომავლის სიმბოლოდ ითვლებოდა.
საქორწინო სუფრაზე ყოველთვის იყო ე.წ."ქორწინების ნამცხვარი", რომელსაც "ხილის ნამცხვარი" ეწოდება და მზადდებოდა ალუბლისგან, ნუშისგან, ქიშმიშისგან და სხვ. ამ ნამცხვრის ზედა ფენას ეწოდება "ნათლობის ნამცხვარი" , რომელსაც ინახავდნენ მათი პირველი შვილის ნათლობამდე. სტუმრებს მიართმევდნენ ე.წ. "სასიძოს ნამცხვარს".
რაც შეეხება წვეულებას, აქ გვხვდება ერთი სახალისო ტრადიცია, რომელსაც "ribbon pull"-ს უწოდებენ ანუ "ლენტის გაწევას". მეჯვარეები საქორწინო ტორტის ირგვლივ იწევენ ლენტს, სანამ წყვილები იყოფდნენ ტორტის პირველ ნაჭერს.
კიდევ ერთი საქორწინო ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, თუმცა დღეს განსხვავებული სახით გვხვდება. რამდენიმე საუკუნის წინ, ჯვრისწერიდან გამოსული ინგლისელი სტუმრები ფეხსაცმლებს ესროდნენ იმ ეტლს, სადაც ნეფე–პატარძალი უნდა ჩამსხდარიყვნენ. ეს ერთგვარი რწმენა იყო, რომ წყვილების ქორწინება წარმატებული იქნებოდა. თანამედროვე ტრადიციის მიხედვით კი ფეხსაცმლის სროლა მასზე ზონრის შეკვრამ შეცვალა.
ინგლისში ფიქრობენ, რომ თუ ქორწილის დღეს დროს თუ წვიმს, ეს ძალიან კარგი ნიშანია, ამას უკავშირდება რწმენა იმის შესახებ, რომ წყვილს ფორტუნა გაუღიმებს და მათი ქორწინება დიდ ხანს გასტანს..
კომენტარები