მარიამ ადიკაშვილმა და ლევან მაღლაკელიძემ, ჯვარი სულ ცოტა ხნის წინ დაიწერეს. მათი ქორწილი კი ნამდვილად არ ყოფილა სტანდარტული - ქორწილს ორი პატარძალი ჰყავდა, თუმცა არც ერთი არ გაქცეულა. პირიქით, მეორე პატარძალი, ნამდვილი პატარძლის კრეატიული და მხიარული იდეით გაჩნდა, რომელმაც ქორწილიც გაახალისა და მოგვიანებით მთელი სოციალური ქსელიც. პატარძლის მოლოდინში, სასიძოსთან მარიამის ნაცვლად, საპატარძლო კაბაში შემოსილი ძმაკაცი მივიდა. ნახეთ ვიდეო და გაეცანით ინტერვიუს პატარძალთან, რომელიც სიურპრიზ ნიშნობის დღიდან გეგმავდა.
- გამარჯობა მარიამ. პირველ რიგში გაგვაცანით თქვენი თავი და მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია.
- გამარჯობა. მე და ლევანი 4 წლისები ვართ ერთად. ერთმანეთი ჩვენს ტაძარში გავიცანით, სადაც მე ვგალობ, ლევანი კი სტიქაროსანია. ჩვენი ისტორია გაცნობიდან მალევე დაიწყო(ისეთი ტკბილია დიდხანს არ მიწვალებია) და მას შემდეგ ერთად ვართ. გვიკამათია კიდეც და გვიჩხუბია, მაგრამ ვამაყობ, რომ ურთიერთობის დაწყების პერიოდიდან, არც ერთი დღე არ გაგვიტარებია ,,დაშორებულების" სტატუსში მყოფებს.
- აუცილებლად უნდა გვესაუბროთ თქვენს მხიარულ ქორწილზე. საიდან გაჩნდა იდეა, რომლიც მიხედვითაც მეუღლეს მხიარული სიურპრიზი მოუწყვეთ და მთელი სოციალური ქსელი გაამხიარულეთ?
- ეს იდეა გამიჩნდა იმ წუთიდან, როდესაც ლევანმა ხელი მთხოვა. მეც მინდოდა მისთვის სიურპრიზი მომეწყო და მგონი გამომივიდა კიდეც. მსგავსი ტიპის ვიდეო, სოციალურ ქსელში ვნახე და იმ წუთიდან დავიწყე ფიქრი, რომ რამე მსგავსს მეც აუცილებლად გავაკეთებდი ჩემს ქორწილში.
- ვინ დაგეხმარათ იდეის განხორციელებაში? ვინ არის მეორე "პატარძალი?"
- იდეის განხორციელებაში ლევანის მეგობარი გიგა კაჭკაჭიშვილი დამეხმარა. ბევრი ვიფიქრე როგორ ,,დამეკერა" პატარძლობაზე, მაგრამ წვალებაც არ დამჭირვებია. იდეა მასაც მოეწონა და ერთობლივად დავიწყეთ ამ საქმეზე ,,მუშაობა”.
- როგორ რეაქციას ელოდით სასიძოსგან?
- მეშინოდა ვინმეს არ წამოსცდენოდა. ბოლომდე მეეჭვებოდა, ხომ არ იცოდა, მაგრამ “გადავრჩი”. დაახლოებით ისეთ რეაქციას მოველოდი, როგორიც ჰქონდა.
- ქორწილის დაგეგმვაში თუ იღებდით მონაწილეობას და რამდენად რთული იყო ეს პროცესი?
- ქორწილის დაგეგმვა სრულად დაემთხვა ჩემი უნივერსიტეტის დამთავრების წინა პროცესებს, მაგრამ მაინც მთლიანად ვიყავი ჩართული ორგანიზებაში. არ ყოფილა ისეთი მარტივი და სახალისო, როგორიც მეგონა. იმდენად დატვირთულები ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც, რომ ბოლოს მივხვდი რომ მენატრებოდა. მაგრამ ნამდვილად ღირდა.
- wedder.ge არის სრულიად პლატფორმა, რომელიც წყვილებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, ქორწილისთვის საჭირო ყველა ელემენტი ერთ სივრცეში იპოვონ, შეადარონ ფასები, შეადგინონ ბიუჯეტი და დაგეგმონ ქორწილი. გამოიყენებდით თუ არა ამ ტიპის საიტს თქვენი ქორწილის დასაგეგმად?
- ასეთი საიტი ძალიან დამეხმარებოდა ქორწილის ორგანიზების საკითხების მოგვარებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ დამშვიდებული ვერ დაველოდებოდი ჩემი ქორწილის დღეს, მირჩევნია მე ვიწვალო ყველაფერზე, მაგრამ ზუსტად ისეთი გამომივიდეს, როგორზეც მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ.
- მადლობა ინტერვიუსთვის და გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას!
- დიდი მადლობა!
დაათვალიერეთ ფოტოგალერეა:
კომენტარები