როგორი ინდივიდუალურიც არ უნდა იყოს ქორწილი და მისი შემადგენელი დეტალები, არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომლის გარეშეც ქორწილი წარმოუდგენელია და მეტიც - მის გარეშე ვერ შედგება. ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი საქორწილო თაიგულია, რომლიც გარეშეც პატარძალს ვერავინ წარმოიდგენს.
მიუხედავად იმისა, რომ თაიგული ტრადიციული ელემენტია, სულაც არ არის საჭირო, ვიზუალურადაც ტრადიციულად, კლასიკურად გამოიყურებოდეს და მისი მთავარი ყვავილი იყოს ვარდი. მაშინ, როცა თანამედროვე ქორწილები, თავისუფლად იხდენენ და ითვისებენ, თითქმის ყველა ექსპერიმენტს და მოდერნულ სტილს სამოსში, დეკორში, საქროწინო ცერემონიალში და წვეულებაში.
თანამედროვე პატარძლები, უპირატესობას ანიჭებენ ნაკლებად ტრადიციულ ყვავილებს(მცენარეებს), ბევრ სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილ თაიგულებს და ბოლო დროს, ამ თაიგულების ერთ-ერთი მთავარი ყვავილი, უფრო და უფრო ხშირად, აფრიკული მცენარე პროტეაა, რომელსაც დიდი ყვავილი და ტყავისებრი ფურცლები აქვს.
ვნახოთ ფოტოგალერეა - პროტეას საქორწინო თაიგულები.
კომენტარები