ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

2021 წლის საქორწილო ტენდენციები: ყველაფერი რაც უნდა იცოდე ქორწილამდე!

6868

ელეგანტურობა, მინიმალიზმი და ინდივიდუალურობა - სამი ძირითადი საკითხი, რომელსაც მთელი 2021 წლის საქორწილო მოდა დაეყრდნობა. პოდიუმსა და საქორწილო მოდის შორის საზღვრები სულ უფრო და უფრო მეტად იშლება, უცვლელი მხოლოდ  ქორწილისთვის ტრადიციული თეთრი ფერი რჩება. ამ სტატიაში 2021 წლის მთავარ ტრენდებზე მოგიყვებით, გაგიზიარებთ აქტუალურ იდეებსა და რჩევებს 2021 წლის პატარძლის ლუქის შერჩევისთვის.

კოსტიუმი

წინა წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ტრენდი - 2021 წელს პატარძლის კოსტიუმს ახალი საქორწილო კლასიკის სტატუსი მიენიჭება. ყველაზე პოპულარულ კომბინაციად შარვლის კოსტიუმი ითვლება, მაგრამ შეგიძლიათ მხოლოდ პიჯაკითაც ისარგებლოთ. მაგალითად, ჩაიცვათ აბრეშუმის ნაზ კაბასთან ერთად. როდესაც შარვლის შერჩევას დაიწყებთ, ყურადღება მიაქციეთ ,,პალაცოს“ - ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოდელი იქნება.

       

მინი

აი, ეს კი სულ ახალი ტრენდია, რომელიც ჯერ-ჯერობით თვალში ხშირად არ გხვდება, მაგრამ ზოგიერთმა ვარსკვლავმა და გარკვეულმა ბრენდებმა, მისი პოპულარიზაცია უკვე დაიწყეს. აქაც, როგორც ყველგან, მნიშვნელოვანია დაიცვათ ზღვარი ელეგანტურ სექსუალურობასა და უგემოვნო ვულგარულობას შორის. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდეთ კაბის სიგრძეს, იმისათვის რომ ყველა სიტუაციასა და რაკურსში იდეალურად გამოიყურებოდეთ.

      

ამერიკული ,,შიკი“

,,ევროპული სტილის“ საქორწილო ტენდენციის ალტერნატივად მოდის ამერიკული შიკი. კი, ქორწილები კომოს ტბაზე კლასიკად იქცა, მაგრამ ამასთან აღარ გვაკვირვებს ისე, როგორც ადრე. ჩვენ რაღაც ახალი გვინდა და ამიტომ გავიხსენოთ და თვალი გადავავლოთ ჰოლივუდს, რჩეული სერიალებისა და ფილმების გმირების საქორწილო ლუქებს, ან რეალური, თანამედროვე ამერიკელ პატარძლებს და მათ სტილს.

      

გამარჯობა 2020-დან

რაღაც ჩვენ მიგვაქვს 2021-ში, რაღაცას კი ვტოვებთ წარსულში. კვლავ აქტუალურები: აბრეშუმის კომბინაციები, სატინი, ატლასი, აბრეშუმი, მინიმალიზმი, წარწერები ფატასა ან კაბაზე, შარვლის კოსტიუმები, მოცულობა. აი, კაბის გამჭირვალე ,,ფარანი“-მკლავები, მარგალიტი და მასიური ბანტები, უმჯობესია წარსულში დავტოვოთ, 2020 წელს ისინი საკმაოდ იყო.

      

ყელიანი კაბა

2021-ის მიკროტრენდი, რომელიც თქვენს საქორწილო ლუქზე ყურადღებას უდავოდ მიიპყრობს. თუ გსურთ, რომ თქვენს ლუქს რაიმე ნაპერწკალი და განსაკუთრებული დეტალი შემატოთ - ეს ის არის. ნახეთ ქვემოთ მოცემული მაგალითები, ხომ ნამდვილად ლამაზია?

      

მშვიდობით მარგალიტო

მარგალიტის ყელსაბამი, საყურე და სამაჯური - ეს საქორწილო მოდის კლასიკაა, მაგრამ 2020 წელს ის იმდენი იყო, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება შესვენება. და სანამ ვისვენებთ, შეგვიძლია შევათვალიეროთ ოქროს სამკაულები ან დახვეწილი სამკაულები ბრილიანტით. არის კიდევ ერთი ვარიანტი, მათზე საერთოდ უარის თქმაც შეგიძლიათ და აქცენტის მხოლოდ ბეჭედზე გაკეთება.

   

გამომხატველი ფეხსაცმელი

ტრენდი, რომელიც თან მოჰყვა მინიმალიზმის ტრენდის დამკვიდრებას. როდესაც ირჩევთ ლაკონურ ნაჭერს ერთ ფერში, კლასიკურ თეთრ ფეხსაცმელს და სადა, თავშეკავებულ სამკაულებს, თქვენ შესაძლოა ცოტა მოსაწყენი და ერთფეროვანი ლუქი შექმნათ, ამიტომ, განსხვავებული და ძალიან მოდური ფეხსაცმელი თქვენი გამოსავალი აღმოჩნდება. ისინი შესაძლოა იყოს, როგორც მთელი ლუქის მთავარი აქცენტი, ასევე მისი შემავსებელი ნაწილი, რომელიც მთლიან ლუქს გაუსვამს ხაზს და მიანიჭებს სულ სხვა აზრს.

      

ფერები

მიუხედავად იმისა, რომ ფერების ინსტიტუტმა Pantone-მა 2021 წლის 2 მთავარი ფერი დაასახელა - ნაცრისფერი და ყვითელი, ქორწილებში ისინი სასურველია იყოს მხოლოდ დეკორში. რაც შეეხება საქორწილო სამოსის ფერებს - ამ წელს ჩვენ ექსპერიმენტებს აღარ მივმართავთ და ვირჩევთ კლასიკურ თეთრს თბილ ტონებში. მტვრიანი ვარდისფერი და კრემისფერი ტონებიც კი, რომლებიც იშვიათად, მაგრამ გვხვდებოდა 2020 წლის პატარძლებში, უკვე ძველმოდურად ჩაითვლება. ერთადერთი ფერი, რომელიც შესაძლოა გახდეს ლუქის ნაწილი ან თეთრის ალტერნატივაც კი - შავია. მაგრამ ასეთი თამამი არჩევანი უნდა იყოს გამართლებული და გამოიყურებოდეს ჰარმონიულად.

      

ბრენდები

რა თქმა უნდა, როდესაც იცით და ერკვევით ტრენდებში, თქვენ მარტივად იპოვით მოდურ სამოსს ნებისმიერ საქორწილო თუ სხვა ბრენდებში. არსებობს საქორწილო მოდის უამრავი სახლი, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყო 7 ბრენდი, რომელთა ახალი კოლექციები, ჩვენი სუბიექტური აზრით, მაქსიმალურად აქტუალური იქნება 2021 წელს, ესენია: Vera Wang, Oscar de la Renta, Vivienne Westwood, Viktor & Rolf, Rasario და Elly Sofocli. შეგიძლიათ დაათვალიერეთ მათი სამოსი და შეარჩიოთ თქვენი მომავალი კაბის დიზაინი.

      

თვალი ადევნეთ ვარსკვლავებს

ვარსკვლავური ქორწილები ყოველთვის ქმნიან მომავალი სეზონის ტონებსა და ტრენდებს, ამიტომ გირჩევთ თვალი ადევნოთ მათ საქორწილო სამოსს. ის, რაც თავდაპირველად შესაძლოა უცნაურად, ეპატაჟურად ან კიდევ შეუსაბამოდაც გვეჩვენება, ხშირად, გარკვეული დროის შემდეგ მასიურ ტრენდად იქცევა.

      

გააოცეთ

საბოლოო ჯამში, 2021 წელი პატარძლებისგან არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თუ თქვენ გსურთ ყურადღება მიიქციოთ საქორწილო ლუქზე, საჭიროა გარისკოთ. რა უნდა იყოს ეს? სითამამე, მაგრამ არა ვულგარული ჭრილი, მოცულობა, ბევრი მბზინვარება, ვინტაჟური კაბები, შავი ფერი, განსხვავებული ქსოვილები: ტყავი, ჯინსი, ხავერდი, ბუმბული და ა.შ. ყველა ეს დეტალი სწორი მიდგომით, განსაკუთრებულ ლუქს შექმნის.

     

და გახსოვდეთ, რომ თქვენ არავისი, არაფერი გმართებთ!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილ ტრენდებს მიყვებით… ნებისმიერი ტენდენცია კარგია, თუ ის გამოხატავს თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებას, უპირატესობებსა და სურვილებს. თუ კი თქვენ ყოველთვის მასიურ კაბაზე ოცნებობდით, როგორც დისნეის პრინცესებს - უბრალოდ ასეც მოიქეცით და ჩაიცვით ის! ნურავის მოუსმენთ. მთავარია - დარჩეთ მართალი თქვენ თავთან, თავი იგრძნოთ მაქსიმალურად კომფორტულად და იყოთ ბედნიერით სავსე. ეს თქვენი დღეა!

   


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი