ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

8 კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ სანამ იტყვით - თანახმა ვარ!

3376

ოჯახის შექმნა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ მთავარ კითხვებს, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს სანამ იტყვით - კი! და რომლებიც დაგეხმარებათ დარწმუნდეთ თქვენს არჩევანში.

  1. შემიძლია თუ არა მქონდეს მისი იმედი ყველაფერში და ყოველთვის?

მყარი და ბედნიერი ურთიერთობების ფუძე არის - იყოთ პარტნიორში დარწმუნებული. ერთად ჭირშიც და ლხინშიც - ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ხართ თუ არა დარწმუნებული 100%, რომ თქვენი მეორე ნახევარი ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს გვერდით იქნება, რომ ის თქვენი საყრდენი და მხარდამჭერი იქნება? და კიდევ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - თქვენ ხართ თუ არა მზად იყოთ მისთვის საყრდენი რთულ სიტუაციებში? ცხოვრებასა და ურთიერთობებში მხოლოდ ნათელი ხაზები არ არის, და სწორედ მეუღლის მხარდაჭერა, ასეთ მომენტებში უმნიშვნელოვანესია. მეუღლე, მხოლოდ საყვარელი ადამიანი კი არ უნდა იყოს, არამედ საუკეთესო მეგობარიც, რომლსაც თამამად შეგიძლიათ ყველაფერი გაუზიაროთ და გქონდეთ მისი გვერდში დგომის იმედი.

  1. ემთხვევა თუ არა ჩვენი შეხედულებები მომავალზე?

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში გარკვეული მიზნების აქვს, იქნება ეს სახლის აშენება, ნახევარი მსოფლიოს მოვლა, ბავშვების გაზრდა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, თუ შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაცია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მომავალი ოჯახი, ამ ყველაფრის განხორციელებისა და მიღწევის მხარდამჭერი იყოს და არა შემაფერხებელი. თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი შესაძლოა არ ემთხვეოდეთ მუსიკის, კინოს, ან კედლის ფერის შეხედულებებში, მაგრამ თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, თუ არა, ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდებათ. გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი სამომავლო გეგმები, მიზნები და ოცნებები. არაფერია იმაზე კარგი, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად, ხელჩაკიდებულებმა იაროთ თქვენი ოცნებებისაკენ და ერთად მიაღწიოთ მიზნად დასახულ მწვერვალებს.

  1. ვიღებთ თუ არა ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც ვართ?

მეორე ადამიანის შეცვლის მცდელობა - დროისა და ენერგიის უსარგებლო ხარჯვაა. რა თქმა უნდა, ურთიერთობის პროცესში ჩვენ ვიცვლებით, რაღაცით ვერგებით ჩვენს პარტნიორს, ჩნდება საერთო გატაცებები და ინტერესები… მაგრამ იქორწინოთ ადამიანზე იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ის შეიცვლება, ან მაგალითად, დაუთმობს თქვენთვის პრიორიტეტულ ამა თუ იმ საკითხს მეტ ყურადღებას, ან მოიშორებს იმ ჩვევებს, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ, - არ არის კარგი აზრი, მეტიც, მიუღებელია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ჩვენ ვალდებული ვართ ვცეთ პატივი ჩვენს მეორე ნახევარს და მივიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, ყველა მისი უპირატესობებითა და ნაკლოვანებებით.

  1. გვაქვს თუ არა ერთნაირი შეხედულება ბავშვებზე/შვილებზე?

ბავშვების თემა ყველა ოჯახისთვის აქტუალური საკითხია. ხართ თუ არა მზად გახდეთ მშობლები და როდის? როგორი მშობლები წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, გეყოლებათ თუ არა ძიძა, შემდეგ როდის გახვალთ სამსახურში - ეს ცხოვრებისეული პოზიციების საკითხებია, ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები. აქ მნიშვნელოვანია მოუსმინოთ ერთმანეთს და გამოიჩინოთ ურთიერთშეთანხმების უნარი.

  1. შეგვიძლია თუ არა კომფლიქტების მოგვარება?

კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ, როგორ გამოდიხართ კონფლიქტური სიტუაციებიდან. სცემთ თუ არა პატივს ერთმანეთის შეხედულებებს სადაო საკითხებში? ხართ თუ არა მზად წახვიდეთ კომპრომისებზე და თანაბრად დაუთმოთ ერთმანეთს? თუ თქვენ ამ კითხვებს დადებითად უპასუხეთ, თქვენ ორივე მზად ხართ ახალ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თქვენ გაქვთ იმის უნარი რომ წახვიდეთ  კომპრომისზე, მოუსმინოთ და გაუგოთ თანამოსაუბრეს, იპოვით პრობლემის არსი და გადაჭრათ იგი, ისე რომ ამ ყველაფერზე უბრალოდ არ დუმდეთ - ეს ძალიან კარგის ნიშანი და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

  1. მზად ვარ თუ არა რომ ბევრი ვიმუშაო ამ ურთიერთობისთვის?

ახალგაზრდა წყვილების ხშირი შეცდომა - იმაზე ფიქრია, რომ ურთიერთობები თავისთავად სულ ასეთი ჰარმონიული და ბედნიერი იქნება, როგორც თავდაპირველად. რომ თქვენ ერთმანეთი გეყვარებათ მუდამ ყველაფრის და მიუხედავად. სინამდვილეში კი, ჰარმონიული ურთიერთობები მოითხოვს უამრავ ყურადღებას, დროს, ენერგიას და მოთმინების უნარს ორივე მხრიდან. მოგიწევთ გარკვეული ,,მარტოხელას“ ჩვევების შეცვლა, პრიორიტეტების ხელახალი განლაგება, კონფლიქტების განეიტრალების სწავლა და ერთმანეთზე გამუდმებით ზრუნვა.

  1. შემიძლია თუ არა ვიყო მასთან ის ვინც ვარ?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, ვიზეც აპირებთ დაქორწინებას უყვარდეთ ნებისმიერი. ქუსლებისა და მაკიაჟის გარეშე, გაციებული და ცუდ ხასიათზე მყოფი, სიცხიანი, ახალ გაღვიძებული. თუ თქვენ ვერ აძლევთ თქვენს თავს მოდუნების საშუალებას, და ვერ ახერხებთ იყოთ ისეთი როგორიც ხართ თქვენ საყვარელ ადამიანთან - ეს ნამდვილად ცუდის ნიშანია. მზად ხართ მისთვის ერთი და იგივე როლი ითამაშოთ მთელი ცხოვრების მანძილზე?

  1. მსურს თუ არა ამ ადამიანთან გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება?

ქორწილი - ეს გრძელი გზის მხოლოდ ერთი ეტაპია, რომელსაც თქვენ ერთად გახვალთ. შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა 5, 10, 15 წლის შემდეგ? ნამდვილად გსურთ თუ არა ამ ადამიანთან ერთად მხოლოდ საქორწილო მზადება კი არა, არამედ ყველა ცხოვრებისეული სირთულის გავლა, ყველა აღმაფრენის გაზიარება და დაცემის გადატანა? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი ერთობლიობა 40 წლის შემდეგ, თუ როგორ მისეირნობთ ისევ ისე ხელჩაკიდებული? თუ კი, გილოცავთ - თქვენ აირჩიეთ სწორედ ის ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების უპირობო მეგზურია.

ასევე დაგაინტერესებთ: ყველაფერი თანმიმდევრობით: საქორწილო მზადების ჩეკ-ლისტი;
საუკეთესო თეთრი საპატარძლო კაბები - გაზაფხული/ზაფხული 2021;

ქორწილი ვიწრო წრეში; 7 იდეალური ადგილი თქვენი მყუდრო და პატარა ქორწილისთის;
რა სახის გრავიურა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს საქორწილო ბეჭდებზე? იყავი განსხვავებული.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი