ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

საქორწილო მაკიაჟი: მთავარი ტენდენციები

5454

რა თქმა უნდა ყველა გოგონას აქვს გარკვეული უპირატესობები მაკიაჟში და იცის ის, რაც მას ყველაზე მეტად უხდება, იქნება ეს კლასიკური მაკიაჟი, მკვეთრი ფერები, მსუბუქი თუ ა.შ., მაგრამ ქორწილის დღე ხომ ყველაზე გამორჩეულია და რაღა თქმა უნდა, თქვენ უნდა გამოიყურებდეთ ისე, როგორ არასდროს. ამიტომ, მოდით გავეცნოთ როგორც ამ, ასე მომავალი წლის საქორწილო მაკიაჟის ტრენდებს და გავიგოთ რას ფიქრობენ Makeup არტისტები.

დღესდღეობით ნაზი და ბუნებრივი საქორწილო ლუქი - ეს თანამედროვე პატარძლების უპირობო ფავორიტია. იშვიათად თუ ვინმე წყვეტს მაკიაჟში შეიტანოს მკვეთრი ისრები და ბრჭყვიალები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ჩვენებებზე. და მაინც, ტრენდული მაკიაჟი ნელა, მაგრამ მართებულად იპყრობს თამამი გოგონების გულებსა და საქორწილო სტილისტიკას. მაშ ასე, გავეცნოთ მთავარ ტრენდებს და გავცეთ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხები.

ნუდ ფერები თუ ფერთა ბუნტი?

ნუდ ჩრდილები - ბეჟი, ატმისფერი, ვარდისფერი -  კვლავ რჩებიან, როგორც ყველაზე პოპულარულები საქორწილო მაკიაჟში, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც პატარძლის მკვეთრი მაკიაჟი სრულებით გამართლებულია.

რა თქმა უნდა მომავალ წელსაც გაგრძელდება ნატურალური ლუქისკენ მისწრაფება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ პატარძლები შეწყვეტენ მკვეთრი აქცენტების არჩევას მაკიჟში. უმეტეს შემთხვევაში ის მისაღები იქნება კონცეპტუალურ ქორწილებში, სადაც იდეა, დეკორი და ლუქები ერთმანეთს ჰარმონიულად შეავსებენ. ახლა ისრაელიდან და ამერიკიდან მოდის ასეთი მონოქრომული მაკიაჟის ტრენდი, რაც გულისხმობს - ტუჩსაცხი, ჩრდილები და რუჟი ერთ ფერში. ასეთი მაკიაჟი გამოიყურება ძალიან დახვეწილად და ახლებურად, უდავოდ შესაფერისია იმ პატარძლებისთვის, რომლებიც მოდურ ტენდეციებს მისდევენ და სურს ქორწილში მაქსიმალურად აქტუალურად გამოიყურებოდნენ.

სქელი ტონი თუ ბუნებრივი დაფარვა?

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პატარძლებს ასეთი კითხვა არ გაუჩნდებოდათ. ქორწილი - ეს გრანდიოზული ღონისძიებაა, კანი უნდა გამოიყურებოდეს იდეალურად, აქ კი ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს სქელი დაფარვისა და კონტურინგის გარეშე? ვიზაჟისტების პასუხი ასეთია: შეიძლება. ბუნებრივი სილამაზე ახლა ყველაზე ტრენდულია, პატარძლებს სურთ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, ამიტომ ახლა პირველ რიგში რაც არის ტრენდული, ეს არის სწორედ მსუბუქი დაფარვა და გაცისკროვნებულ კანი.

ვიზაჟისტები დარწმუნებულები არიან, რომ პატარძლების უმრავლესობა სამომავლოდ უფრო და უფრო მეტად მიმართავენ სწორედ მსუბუქ და ჰაეროვან ლუქებს. ნახევრად გამჭირვალე, ოდნავ მბზინავ ტონებს, რომლებიც დელიკატურად ფარავენ კანის პატარა ნაკლებს, მაგრამ არა ჭორფლებსა და ხალებს.

Smoky eyes თუ სუფთა ქუთუთო?

პოდიუმური ტრენდები ასეთია - გაჯერებული ფერადი ჩრდილები, ან პირიქით, სუფთა ქუთუთო, დაფარული მხოლოდ გამჭირვალე მბზინვარებით - უკვე რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად გხვდება. საქორწილო ლუქში მკვეთრი და მკაფიოდ გამოხატული მუქი ფერები კი ნელ-ნელა კარგავს აქტუალურობას.

პატარძლები უპირატესობას თვალების გამომხატველ მაკიაჟს მიანიჭებენ, მაგრამ არა ფერთა ბუნტით და მძიმე ჩრდილებით. მბზინვარე ქუთუთო, წვრილი თვალის ისრები და ფუმფულა წამწამები - თანამედროვე მაკიაჟის ფავორიტია.

მქრქალი (მატოვი) ტუჩსაცხი თუ მბზინვარება?

არჩევანი მქრქალ და მბზინვარე ტუჩსაცხს შორის იგივეა, როგორც მარმელადსა და შოკოლადს შორის: ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ტრენდებს, უპირატესობა უდავოდ მსუბუქ, მბზინვარე ტუჩსაცხებს ენიჭებათ.

ვიზაჟისტები ფიქრობენ რომ, ტუჩებზე აქტუალური მსუბუქი და ნაზი ფერები იქნება. მქრქალი და სქელი ტექსტურები, ადგილს მსუბუქ და სველ ტუჩსაცხებს უთმობენ.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6781

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი