ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

რა უნდა ვიცოდეთ სანამ მეჯვარეობის შემოთავაზებას დავთანხმდებით?

11283

როდესაც თქვენი საუკეთესო მეგობარი მეჯვარეობას გთავაზობთ ეს ნამდვილად სასიამოვნო და ამავე დროს სასიხარულოა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად უნდა გახსოვდეთ რომ მეჯვარეობა დიდი პასუხისმგებლობაა, ის მოითხოვს მთელ თქვენს დროსა და ყურადღებას, რომელიც მხოლოდ პატარძალს უნდა მოახმაროთ, ასე რომ მანამ სანამ დათანხმდებით მეჯვარეობის შემოთავაზებას აუცილებელია იცოდეთ და გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები რაც მეჯვარეობასთან არის დაკავშირებული.

 

 

პირველ რიგში უნდა გაითავისოთ ის ფაქტი, რომ თქვენ არ ხართ მარტო, რადგან ხშირ შემთხვევებში პატარძალს თქვენს გარდა კიდევ ჰყავს მეჯვარეები, მათი გაცნობა მათთან დამეგობრება საერთო ინტერესების გაგება და ერთად გავლა ყველა დეტალის რაც ქორწილს შეეხება აუცილებელია, რათა ქორწილის დღეს თქვენი ერთობა ბუნებრივი და სახალისო იყოს.

 

აუცილებელია ყველა დეტალის თავიდანვე ჩამოწერა და სწორად დალაგება. საქორწინო სამზადისი ძალიან ბევრ დეტალს მოიცავს, გოგონების წვეულება, პატარძლის კაბა, თაიგული, ტორტი და.ა.შ. აუცილებელია ეს ყველა დეტალი ჩამოწეროთ და სხვა მეჯვარეებთან, ისევე როგორც პატარძალთან ერთად კარგად დაგეგმოთ, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, რაც ყველაფერს გააფუჭებს.

თუ თქვენ ქორწილის გარდა გაქვთ რაიმე სხვა პრობლემა არ არის საჭირო პატარძლისთვის ამის თქმა, რადგან მას ამ დროს სხვა ნამდვილად არაფერი არ აინტერესებს, გარდა იმისა რომ მისი ქორწილის დღე იდეალური იყოს, ამიტომ მთელი დრო მას უნდა დაუთმოთ.

 

გაითვალისწინეთ რომ მთელი თქვენი ტელეფონი მოცული იქნება მისი ზარებით ნებისმიერ დროს, თუნდაც როდესაც ხართ სამსახურში ან შეხვედრაზე, რადგან

 

 

საქორწინო სამზადისში ყოველთვის იჩენს ახალი დეტალი თავს რომელიც მოსაგვარებელია.

იყავით მზად რომ მუშაობა საქორწინო სამზადისზე მოგიწევთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ეს შესაძლოა მთელ დღესაც კი გაგრძელდეს.

 

ქორწილის დღეს ყველა თქვენ დაგაკვირდებათ, ამას თავიდანვე უნდა შეეგუოთ, თუ ეს თქვენთვის დისკომფორტის შემქმნელია, მეჯვარე ყურადღების ცენტრშია ყველა აკვირდება იმას თუ როგორ გამოიყურება იგი და როგორ ართმევს თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მის გარეგნობაში კი თითქმის ყველა დეტალს აფასებენ სტუმრები.

 

 

მეჯვარეობა უსასრულოდ გრძელდება, თუ თქვენ მეჯვარე ხართ გახსოვდეთ რომ გარდა საქორწინო სამზადისისა, პატარძლის გვერდით ყოფნა მისი დახმარება, საუკუნოდ გაგრძელდება, რადგან თქვენ უდიდესი პასუხსიმგებლობა აიღეთ მის წინაშე, ამიტომ მას მუდმივად გვერდით უნდა ედგეთ ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ორმხრივი, თავად პატარძლის მხრიდანაც. ასე რომ მეჯვარეობა საუკუნოდ გაკავშირებთ და გაახლოვებთ ერთმანეთთან, ეს ნამდვილად არის დიდი პასუხისმგებლობა ამიტომ სანამ მას შეეჭიდებით კარგად დაფიქრდით ხართ თუ არა ამისთვის მზად, ყოველთვის „კის“ თქმა საჭირო არ არის, არ ხართ ვალდებული დაეთანხმოთ შემოთავაზებას მეჯვარეობაზე თუ თქვენ თავში დარწმუნებულნი არ ხართ, რომ ამას შეძლებთ.

 

 

მასალის ავტორი ლიკა ჩხენკელი

 


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი