ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

როგორ იპოვა პაატა იმნაძემ 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული

26814

ცნობილ ვირუსოლოგს სიყვარულის ვირუსი შეეყარა

მისი სახელი ჩვეულებისამებრ, ახალ ვირუსთან, ბაქტერიასა და მათთან ბრძოლის მეთოდებთან ასოცირდება. ამ სტატიაში კი მინდა, სულ სხვა კუთხით დაგანახოთ პაატა იმნაძე - როგორი მეოჯახეა, როგორი მამა და როგორ იპოვა 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული ხათუნა გოგელიას სახით, რომელზეც ერთი თვის წინ იქორწინა.

- ხათუნა 1989 წელს, შობის დღესას­წაულზე, მეგობრის ოჯახში გავიცანი. მაშინ 36 წლის ვიყავი, ხათუნა 24-ის. ლენინგრადიდან იყო ჩამოსული, სადაც ასპირანტურაში სწავლობდა. იმ საღამოსსახლში გავაცილე. შემდეგში მეტწილად სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა, იმიტომ, რომ მალევე დაბრუნდა ლენინგრადში.

მძიმე პერიოდი იყო, ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და 9 აპრილის კომისიაში ვიყავი გაერთიანებული. დატვირთული გრაფიკი მქონდა. ისე მოხდა, რომ ლენინგრადის მერე უნგრეთში გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება. დიდი მიღწევები­ ჰქონდა თავის საქმეში, ნეირობიოლოგიაში მუშაობდა, თავის ტვინზე ექსპერიმენტებს ატარებდა. მოკლედ, დავშორდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეს გამგზავრება იყო...

- მას შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
- მალე მუშაობა დავიწყე შავი ჭირის ცენტრში, რომელიც დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრია. ჩავეფლე მუშაობაში და შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს.

- ისიც ამ სფეროში მუშაობდა?
- არა, მხატვარი იყო. ტყუპი ქალიშვილი­ შეგვეძინა - ტატა და ლიზი. ან სამსახურში ვიყავი ხოლმე, ან საზღვარგარეთ. ისეთი წლები იყო, საერთაშორისო დახმარებისა და კავშირების გარეშე ძნელი იყო კვლევითი დაწესებულების გადარჩენა.
ერთხელ ჩემს შვილებს ჰკითხეს, დედა უფრო გიყვართ თუ მამაო? მათ უპასუხიათ, დედა ნელა გვიყ­ვარს, მამა - ჩქარაო. ვერ მნახულობდნენ და ასეთი ფორმულირება მოუნახეს მამის სიყვარულს.
ძალიან ვნანობ, რომ შვილებს მეტ დროს ვერ ვუთმობდი. მაქსიმალურად ვცდილობდი საბავშვო ბაღში, სკოლაში ზეიმებზეც შემერბინა, რომ დაენახათ, იქ ვიყავი და ვგულშემატკივრობდი.

- ახლა რამხელები არიან?
- 23 წლისანი არიან. საკუთარი შვილების ქება უხერხულია, მაგრამ მართლა ძალიან კარგები არიან და ბედნიერი ვარ, რომ ასეთები გაიზარდნენ, რაც, ძირითადად, დედამისის დამსახურებაა. მეუღლე 2011 წლის დამდეგს, ძალიან მძიმე დაავადებით - სისხლმბადი ორგანოების ერთ-ერთი სიმსივნით გარდამეცვალა. იმ დროს გოგონები სკოლას ამთავრებდნენ, იმ ასაკში იყვნენ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დედა. იმ პერიოდში სამსახურში მარტო წარმომადგენლობითი ფუნქცია მქონდა, ამიტომ დიდ დროს ვუთმობდი შვილებს. ვცდილობდი, უფრო დავახლოებოდი, მგონი, მოვახერხე.
დღეს ორივე გათხოვილია, ტატას ძალიან უყვარს ცხოველები და ჩემი რჩევით, ვეტერინარი გახდა, ახლა ბრიტანეთშია. მის დაიკოს 2 წლის შვილი ჰყავს უკვე. ლიზი სამართალმცოდნეობას სწავლობს, დიზაინი­ კი მისი ჰობია - დედის გენით მიდის.

- როგორც ვიცი, ქალბატონ ხათუნასაც ჰქონდა ოჯახი.
- განქორწინებული იყო, ორი ფანტასტიკური ვაჟიშვილი ჰყავს. ერთი ინგლისში სწავლობს და ახლა იქ გაიცნობენ ერთმანეთს ის და ტატა. მეორე შვილიც... განაგრძეთ კითხვა


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

07/07/2020

5289

30 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო თუ ქორწილის გადახდას ღია საქორწილო სივრცეში გეგმავ
post-01

30/06/2020

6424

ბრიტანული სამეფო ქორწილის სტუმართა საუკეთესო ლუქები(wedder.ge)
post-01

25/06/2020

6181

ყველასათვის საყვარელი ბრენდის, გრანდიოზული საზაფხულო აქცია - "Franco Fontana" და "18k Precious Crafts" -50%-იანი ფასდაკლებით, მაღალი ხარისხის ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტის სამკაულებზე
ყველაზე წაკითხვადი
post-01

12/06/2020

14503

ყველა პატარძალი ბრწყინვალეა - ულამაზესი პატარძლები "ზედმეტი კილოგრამებით"
post-01

19/06/2020

9770

შატო მოსმიერი - კიდევ ერთი ულამაზესი გარემო, დაუვიწყარი საქორწილო წვეულებისთვის
post-01

30/06/2020

6424

ბრიტანული სამეფო ქორწილის სტუმართა საუკეთესო ლუქები(wedder.ge)