ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

კითხვები, რომლებიც ერთმანეთს უნდა დაუსვათ მანამ, სანამ ქორწილისთვის მზადებას დაიწყებთ

7162

ქორწილის დაგეგმვისა და ორგანიზების დაწყებამდე, გირჩევთ ორივემ (წყვილმა), აუცილებლად ერთობლივად განიხილოთ და უპასუხოთ ამ მნიშვნელოვან და საჭირო კითხვებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღის უნაკლოდ ჩატარებაში. კომუნიკაციის დროს კი შეგიძლიათ გამოიყენოთ wedder.ge-ს ორი, უნიკალური სერვისი - ბიუჯეტის კალკულატორი, რომელიც ქორწილის საშუალო ხარჯს ითვლის და პრიორიტეტების მიხედვით გიჩვენებთ, სად მეტი ან ნაკლები თანხის დახარჯვა მოგიწევთ; სამზადისის სია - რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს დაგეგმვის პროცესს და საშუალებას იძლევა, საქორწილო ფუსფუსში, რომელიმე მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეთ.

 

მაშ ასე: 

  • თქვენი დაკავშირების როგორ ფორმას აირჩევთ?
  • ეკლესიურს (ჯვრის წერა), სამოქალაქოს (ხელის მოწერა) თუ ორივეს ერთად?
  • როდის გექნებათ ქორწილი?

 

თუ წარსულში ქორწილები ტარდებოდა გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, დღესდღეობით ამ უკანასკნელს დიდი ყურადღება აღარ ენიჭება. დაგეგმეთ ქორწილის, თქვენთვის სასურველი თვე, დღე და საათი, თქვენი სტუმრების უმრავლესობის გათვალისწინებით.

  • რამდენ სტუმარს მოიწვევთ  ქორწილში?
  • რამდენს შეადგენს თქვენი ბიუჯეტი?
  • სად გაიმართება წვეულება?
  • სად დარჩებიან ის სტუმრები, რომლებიც არ ცხოვრობენ იმ ქალაქში, სადაც თქვენი ქორწილი გაიმართება?

 

გსურთ ტრადიციული საქორწილო ცერემონია, თუ რაიმე განსხვავებული?

  • კლასიკური, ოჯახური დღესასწაული თუ თანამედროვე?
  • დღის თუ საღამოს ქორწილი?
  • სადილი, ოფიციალური ვახშამი, თუ რაიმე არაორდინალური?
  • გსურთ თუ არა, სტუმრებისათვის მოსაწვევების გაგზავნა და როგორი იქნება მათი შემადგენელი ტექსტი?
  • რამდენ ხანს გსურთ გაგრძელდეს საქორწილო წვეულება?

 

სად გსურთ, ქორწილის ჩატარება?

  • ქალაქში, თუ მის გარეთ?
  • ცნობილ, თუ პატარა, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვან ეკლესიაში?
  • სად განახორციელებთ ხელმოწერას - რიტუალურ დარბაზში, თუ თქვენს მიერ შერჩეულ სხვა ადგილას?

 

და თუ ბუნებაში დაქორწინებას გადაწყვეტთ, სად იქნება წვეულება?

 

ან იქნებ ეგზოტიკური ქორწილი გსურთ? და რატომაც არა საზღვარგარეთ?

 

ასე მაგალითად:

  • რომაული, ჰავაური, ... ქორწილი;
  • ქორწილი გემზე, თვითმფრინავში ან სანაპიროზე;
  • ქორწილი სხვა ქვეყანაში.

 

ისევ და ისევ კარგად განსაზღვრეთ რამდენია თქვენი ბიუჯეტი?

  • თითოეული სტუმრის საშუალო ღირებულება;
  • მაქსიმალური ხარჯი, რაც შეგიძლიათ გაწიოთ მთლიანი ქორწილისთვის.

 

როგორ დააფინანსებთ ქორწილს?

  • საკუთარი დანაზოგით;
  • მშობლების დახმარებით;
  • საბანკო სესხის მეშვეობით.

 

ვინ იქნებიან თქვენი მეჯვარეები/მოწმეები?

  • თქვენი ნათესავები თუ მეგობრები?

 

რა ტიპის კერძებს შეთავაზებთ სტუმრებს?

  • ტრადიციული სამზარეულო, რომელიც ყველას მოსწონს
  • განსხვავებული და ეგზოტიკური საკვები
  • შეფ მზარეულის პერსონალური მენიუ

 

რა ფერებში წარმოგვიდგენიათ ქორწილი?

  • განიხილეთ ფერების გამა, რომლითაც წარმოადგენთ თქვენს დღესასწაულს, რადგან ეს პირდაპირ კავშირში იქნება საქორწილო ცერემონიისა და დღესასწაულისთვის განკუთვნილ სხვა ნივთებისა და დეტალების არჩევანზე.

 

რა სახის მუსიკა გსურთ ცერემონიის დროს?

  • მუსიკალური ჯგუფი
  • ორკესტრი
  • Dj
  • კლასიკური მუსიკა, ხალხური თუ პოპ მუსიკა?

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

ფოტო და ვიდეო გადაღება?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა თქვენი ასე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი დღე, მართლაც დაუვიწყარად იქცეს და დარჩეს თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ. როგორი სახის ფოტოსესიას ისურვებდით და სად?

და აი, თითქმის ამოვწურეთ სამზადისის ძირითად კითხვათა ნაწილი, თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დეტალია, რომელიც თქვენს გემოვნებაზე, სურვილებსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

 

ავტორი ნინო ცქვიტინიძე


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი