ქორწილის დაგეგმვა ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმედ შეიძლება იქცეს თქვენს ცხოვრებაში. შესაბამისი ადგილისა და დეკორაციების შერჩევა, სტუმრების სიის შედგენა და რაც მთავარია, იდეალური საქორწილო კაბის პოვნა. საბედნიეროდ,დღეისათვის არსებობს ფართო არჩევანი საქორწინო კაბების მიმართულებით.დღევანდელი მსოფლიოს ცნობილმა დიზაინერებმა შექმნეს უნიკალური და გასაოცარი კაბები.
ზოგიერთ დიზაინერთან კაბის შეძენა შედარებით ძვირი სიამოვნებაა,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ როგორ კაბებს ქმნიან ისინი, ეს ბუნებრივიცაა. თუ რომელიმე მათგანის მორგების შესაძლებლობა მოგეცემათ, დაგვერწმუნეთ, ის გრძნობა რაც დაგეუფლებათ მსგავსი გასაოცარი კაბით საქორწინო ცერემონიალზე შესვლისა და თქვენი მეუღლის გაოცებული სახის დანახვისას, ნამდვილად ღირს თითოეულ დახარჯულ თეთრად.
ისეთმა ცნობილმა დიზაინერებმა, როგორებიცაა Vera Wang, Oscar de la Renta, Naeem Khan და ასევე სხვა საქორწილო კაბების ბრენდებმა შექმნეს ყველაზე მდიდრული, ემოციურად დატვირთული და საუცხოო კაბები.
რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?
ძალიან რთულია ამ დიდებულ ბრენდებს შორის არჩევანის გაკეთება. ამიტომ,ჩვენ გაჩვენებთ საუკეთესო დიზაინერების საუკეთესო ნამუშევრებს და შევეცდებით დაგეხმაროთ იდეალური საქორწილო კაბის პოვნაში.
ჩვენ შემოგთავაზებთ 10 საუკეთესო დიზაინერის კაბებს.
რომელი დიზაინერის კაბას მიანიჭებთ უპირატესობას? რომელი მათგანის სტილი იქნება თქვენთვის ორგანული? არჩევანი თქვენზეა.
1. Wera Vang
2. Oscar De la Renta
3. Christina Wu
4. Marchesa Bridal
5. Naeem Khan
6. Jenny Packham
რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?
7. Reem Acra
8. Nicole
9. Lela Rose
10. Monique Lhuillier
ავტორი: ელენე გაბელაშვილი
კომენტარები