wedder.ge-ზე სიახლეა - იმ წყვილებს, რომლებიც ქორწილისთვის ემზადებიან, საქორწილო და ქორწილის შემდგომი საჭიროებების, განსაკუთრებულ ფასად შეძენა შეუძლიათ, რომელსაც მათ wedder.ge-ს პარტნიორი კომპანიები სთავაზობენ.
კომპანიების ჩამონათვალი ბევრია, ხოლო შეთავაზებები მრავალფეროვანი. მაგალითად თქვენ, განსაკუთრებული ფასებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, სილამაზის სალონებში - საქორწილო პროცედურებისთვის, სტამბაში - მოსაწვევებისთვის, ღვინის მაღაზიებსა და ღვინის კომპანიებში - საქორწილო სუფრისთვის და ტურისტულ კომპანიებში - თაფლობისთვის დაგეგმვისას.
შეთავაზებების ჩამონათვალი მუდმივად განახლებადი და მზარდია.
"- wedder.ge მუდმივი განვითარების პროცესშია, რათა მაქსიმალურად მოერგოს და უპასუხოს, წყვილის ნებისმიერ საჭიროებას, როგორც ქორწილის დაგეგმვის, ასევე მათი ქორწინების სხვადასხვა ეტაპზე და ყველა ნაბიჯი, მაქსიმალურად გაუმარტივოს. პარალელურად სხვა მიმდინარეობებიც ვითარდება, რომელთა შესახებაც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ" - სანდრო ჯავახიშვილი, პროექტის მენეჯერი.
განსაკუთრებული შეთავაზებების სანახავად დააკლიკეთ სათაურს: შეთავაზება წყვილებს
კომენტარები