ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ვინ არიან ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებმაც კომპანიის შექმნა სპონტანურად გადაწყვიტეს და ორი წელია საუკეთესო ქორწილებს ქმნიან

14301

კომპანია "ლა ფეტ" ზუსტად ორი წლის წინ სპონტანურად, ორი ახალგაზრდა, ენთუზიასტი ქალბატონის იდეის საფუძველზე შეიქმნა და დღეს, ქორწილებისა და ღონისძიებების ორგანიზების სფეროში, წარმატებულ და მრავალფეროვან საქმიანობას ეწევიან. რატომ გადაწყვიტეს, სხვადასხვა სფეროში, წარმატებით მოღვაწე ადამიანებმა, ღონისძიებების ორგანიზება,რამდენად რთული იყო წარმატების მიღწევა და როგორია მათი სამუშაო პრინციპები - Wedder.ge-ს, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუკა ორჯონიკიძე ესაუბრა. 

 

- გამარჯობა ნუკა.  მადლობა ინტერვიუსთვის. რატომ გადაწყვიტეთ და აირჩიეთ საქმიანობის ეს სფერო?

 

- რამდენიმე ერთობლივ პროექტზე მუშაობამ დაგვანახა, რომ მე და ნია(ნია მოძმანაშვილი "ლა ფეტ"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი) საოცრად ვუგებთ და ვაბალანსებთ ერთმანეთს საქმეში. რატომ ღონისძიებების ორგანიზება? ნია ბევრი წელია რადიოს წამყვანია და ასევე უამრავი კორპორატიული საღამო თუ კონცერტი მიყავს. ის, ეს წლები, შიგნიდან აკვირდებოდა რამდენი ხარვეზი ჰქონდა ორგანიზების კუთხით ბევრ ღონისძიებას, მერე მოდიოდა და გაოცებული მიყვებოდა... ერთ დღესაც ვუთხარი, მოდი გავაკეთოთ კომპანია და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით: ის, რა შეცდომებსაც ხედავ სხვების მუშაობაში, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება თქო... ორივეს ძალიან მოგვწონს ადრენალინი, რომელიც რაღაცის ნულიდან დაწყებას ახლავს თან, ამიტომ გადაწყვეტილებაც სწრაფადვე ივიღეთ და დავიწყეთ. მემგონი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი და დროული გადაწყვეტილება ორივეს ცხოვრებაში.

 

- როგორია კომპანიის სამუშაო სტილი? ვინ არის ჩართული საქმიანობაში?

 

- პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს დამკვეთის შეძლებისდაგვარად კარგად გაცნობაა: რა მოსწონთ, რაზე ოცნებობენ, როგორი ხასიათი აქვთ და ასე შემდეგ. ეს საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორი უნდა იყოს მათი დღესასწაული, თან უნიკალური რომ გამოვიდეს და თანაც ტრენდული. ჩვენთან ერთად მუშაობენ საუკეთესო დიზაინერები და ფლორისტები. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა, რომელმაც ამ ორ წელში დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, თავისი საქმე კარგად იცის და თვალდახუჭული ვენდობით, მაინც ისე გამოვიდა, რომ მე და ნია ყველა დეტალში ჩართულები ვართ. დღემდე დავდივართ ცნობილ ღამის ბაზრობაზე ყვავილების ასარჩევად, ღამეებს ვათენებთ დიზაინერებთან და ფლორისტებთან ერთად და როცა საჭიროა დამლაგებლებისა და მუშების საქმესაც ვითავსებთ. თითოეულ დაკვეთას ვუდგებით ისე, როგორც პირველს, მონდომებაც და ენთუზიაზმიც შესაბამისი გვაქვს.

ქორწილის ორგანიზება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა ამ სფეროში. გააზრებული უნდა გქონდეს, რომ შენ აკეთებ წყვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს და თავიდან ბოლომდე შენზეა დამოკიდებული, როგორ  გაიხსენებენ წლების შემდეგ ქორწილს: ა. როგორც ძალიან მაგარ დღეს; ბ. "ისე რა" დღეს; გ. ცუდ დღეს. ჩვენს შემთხვევაში, უკვე ორი წელია სწორი პასუხი არის "ა"

 

- ბოლო დროს, წყვილები ხშირად ირჩევენ, ქორწილის ცერემონიისა და წვეულებისთვის არასტანდარტულ სივრცეებს და ღია ტიპის ლოკაციებს ამჯობინებენ. თქვენთვის რომელა კომფორტული სივრცე სამუშაოდ და სად უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს, შემოქმედებით პროცესში?

 

- ყველაზე დიდ სიამოვნებას ქალაქგარეთ მუშაობა გვანიჭებს. ამ თვალსაზრისით კახეთი ყველაზე მეტად გვიყვარს. ამ რეგიონს ძირითადად უცხოელები ირჩევენ. მათთან მუშაობა კი გამორჩეულად საინტერესოა. არცერთ შემთხვევაში გამოვარჩევთ არც დამკვეთს და არც ადგილებს, სად გვირჩევნია მუშაობა. ჩვენი უდიდესი პატივისცემა ყველა რესტორანსა თუ სასტუმროს, ასევე ყველა დამკვეთს, ვინც არჩევანი ჩვენზე შეაჩერა. უბრალოდ, როცა ორგანიზების გარდა გაკისრია მისია, ჩამოსულ სტუმრებს მოაწონო შენი ქვეყანა, მისი მუსიკა, სამზარეულო და წარმოდგენა შეუქმნა აქაურ სტუმართმოყვარეობაზე, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის და ძალიან დიდი აზარტი.

ფოტო გადაღებულია Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ში

 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 

- საინტერესო პროექტებს შევეჭიდეთ, რომლის შესახებაც აუცილებლად გაიგებთ თქვენც და ყველა, ვინც ჩვენს საქმიანობას თვალყურს ადევნებს. წინასწარ ამაზე მეტის თქმა, ვფიქრობ, არ ღირს. გეგმებთან და სიახლეებთან დაკავშირებით, ზაფხულში მოვუბრუნდეთ თემას.

 

დაათვალიერეთ ფოტოკოლაჟი


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი