ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ექსკლუზიური ფოტომასალა: საქართველოში ქორწილებისა და ღონისძიებების მსოფლიო დონის კონგრესი ჩატარდა

9971

გასული თვის ბოლოს “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა“ 40-მდე ქვეყნის, ღონისძიებებისა და ქორწილების 200-ზე მეტ ცნობილ ორგანიზატორს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მსოფლიო დონის კონგრესის - „ფლენერს ექსთრაორდინერ“-ის  ფარგლებში იმყოფებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი დუბაიში მოღვაწე კომპანია „QnA International“-ია. 

 

„ფლენერს ექსთრაორდინერ“ საქორწილო და ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და დუბაის, მექსიკის და იტალიის შემდეგ, წელს საქართველოში გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი, ქართული ივენთ-კომპანია „Vanilla Events”-ია. მათ მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ, რომელიც გალა-ვახშამმა დააგვირგვინა, დაიმსახურა ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზატორების აღფრთოვანება, რომლებიც ინგლისის სამეფო ოჯახის, ჰოლივუდელი ვარსკვლავებისა და ცნობილი ადამიანების მაღალ ბიუჯეტიან, გრანდიოზულ ღონისძიებებს ხელმძთვანელობენ (ღონისძიების და სტუმრების შესახებ, დეტალური ინფორმაცია, ასევე მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები, შეგიძლიათ იხილოთ აქ:  thepxshow).

        

რა ნაბიჯები გაიარა საქართველომ საკონკურსო ეტაპზე, როგორი იყო სამზადისის პროცესი, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიება ქვეყნისთვის, როგორი შთაბეჭდილებებით დატოვეს სტუმრებმა საქართველო და რა არის “Vanila Events“ის საქმიანობის სფერო, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, თიკო ნიჟარაძე მოგვიყვება:

 

- როგორ შეირჩა ღონისძიების ლოკაციად საქართველო?

 

- გასულ წელს კომპანია „ვანილა ივენთი”, „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულთან” ერთად კომოში გამართულ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სწორედ იქ შევთავაზეთ ორგანიზატორებს საქართველო ერთ-ერთ ლოკაციად, სადაც შეიძლებოდა გამართულიყო „ფლენერს ექსთრაორდინერ 2019“. კომისიის წევრების რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, რომელთაც ძალიან მოეწონათ წინანდალი და, ეს ცალსახად რედისონის დიდი შრომის დამსახურებაა, ხუთ ქვეყანას, რომელთა შორისაც ესპანეთი და საბერძნეთიც იყო, საბოლოოდ გადაწყდა, რომ „ფლენერს ექსთრაორდინერ 2019“ წინანდალში ჩატარდებოდა. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა იყო. ჩვენი ამოცანა იყო ისეთი არასტანდარტული პროექტის დაგეგმვა და ორგანიზება, რომელიც გააოცებდა მსოფლიო დონის ღონისძიების მენეჯერებს.  მათ აქვთ შეუზღუდავი ბიუჯეტები, იციან ყველა დეტალის მნიშვნელობა... ძალიან ვამაყობთ, რომ შევძელით. წლევანდელი ღონისძიება შეადარეს გასული წლის ღონისძიებებს და ერთხმად აღიარეს, რომ წლევანდელი მათ შორის საუკეთესო იყო.

 

- რატომ არის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

 

- ვინაიდან ღონისძიებაში მონაწილე სტუმრების შერჩევაც გარკვეული კრიტერიუმებით ხდება და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მსხვილ ბიუჯეტებზე მუშაობენ, გეგმავენ გასვლით ღონისძიებებს, არა მხოლოდ ცალკეული პერსონებისთვის, არამედ დიდი კომპანიებისთვისაც, შესაძლოა, ჩვენმა ქვეყანამ ბევრი მაღალი დონის ღონისძიება და ვიზიტორი მიიღოს. „ფლენერს ექსთრაორდინერ“-ის ერთ-ერთი მიზანიც, სწორედ, ახალი ადგილების აღმოჩენაა.

ღონისძიება მნიშნველოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, “ლაქშერი” სერვისის დახვეწისთვის. მონაწილე ორგანიზატორები და სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით გრანდიოზულ ღონისძიებებზე მუშაობენ. მაგალითად, ერთ-ერთი ლიბანური კომპანია წლის განმავლობაში მხოლოდ 4-5 ივენთს აკეთებს და თითოეულის მინიმალური ბიუჯეტი 8 მლნ-ია.

კონფერენციის ნაწილში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, ისაუბრეს მომდევნო წლების ტრენდებზე, გაიმართა B2B შეხვედრები. თუ მაგალითისთვის ავიღებთ წინა წლების ღონისძიებებს, მათ ჰქონდათ ძალიან კარგი შედეგები და ვიმედოვნებთ, რომ არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისები. ველოდებით ძალიან ბევრ კარგ პროექტს, რისთვისაც ჩვენი გუნდი მზად არის. ეს დასტურდება ამ რთული და გრძელვადიანი, განუმეორებელი დიზაინის პროექტითაც.

„Vanilla Events”-ის ღირებულებაა - შევთავაზოთ უნიკალური დიზაინი დამკვეთებს, როგორც გასვლითი, ასევე ადგილობრივი ქორწილების და ღონისძიებიების მიმართულებითაც.

 

- მოგვიყევით სტუმრების შთაბეჭდილებების შესახებ.

 

- სტუმრები იყვნენ აღფრთოვანებულები! ბევრი წარმატებული ორგანიზატორისგან მივიღეთ უმაღლესი შეფასება, მოლოდინს გადააჭარბა ქვეყანამაც და ღონისძიებამაც, რომლისთვისაც დიდი ხანი ვემზადებოდით პარტნიორ კომპანიებთან ერთად - მენიუ და სერვისი „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის“ პასუხისმგებლობა იყო, ხოლო შოუ და ენთერთეიმენთი - იტალიური კომპანიის.

მიღების პირველი დღე ლოპოტაზე გაიმართა. ჩვენ შევქმენით პირველი დღის კონცეფცია, ქართული ტიპის დეკორაცია,  მუსიკალური პროგრამა. ამ დღეს სტუმრების განწყობაზე იზრუნა ქართულმა ნაციონალურმა საბალეტო დასმა - სუხიშვილებმა;

მეორე დღე რადისონ წინანდალში დაიგეგმა. "ვანილა ივენთმა" იზრუნა  გალა-ვახშმის კონცეფციის მოფიქრებაზე, დაგეგმვაზე, რენდერების შექმნაზე, მომწოდებლების მოძიებასა და ჩართვაზე...  სტუმრებისთვის მოულოდნელი გახლდათ გამოყენებული ინვენტარის ტრენდულობა, ღონისძიების შესრულების ხარისხი, მუსიკალური და გასართობი პროგრამა, მენიუ.

 

- როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნის პოტენციალს მსოფლიო საქორწილო ბაზარზე?

 

- საქართველოს ოთხივე სეზონზე დიდი პოტენციალი აქვს, რომ გახდეს პოპულარული ლოკაცია გასვლითი ღონისძიებებისა თუ ქორწილებისთვის. ეს არის უნიკალური ადგილი ღონისძიების დაგეგმვის სიმარტივით, სადაც ნაკლებად ვაწყდებით ბიუროკრატიულ ბარიერებს. გარდა ამისა, ეს არის ქვეყანა, სადაც გაცილებით ნაკლები ბიუჯეტით, შეგიძლია მიიღო „ლაქშერი” სერვისი.

„Vanilla Events” წარმატებით ახერხებს, რომ ფეხი აუწყოს მსოფლიოში პოპულარულ საქორწილო ტრენდებს - ჩვენ გვაქვს ყველაზე მრავალფეროვანი მაღალი ხარისხის ინვენტარი.  საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ სახელოსნოში ვქმნით ახალ უნიკალურ დეკორაციებს.

საქართველოთი ინტერესდება ბევრი უცხოელი წყვილი, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა აქ და ასევე წყვილები, რომელთაც სიუჟეტი ნახეს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ ბევრი წყვილი ჩამოვიდეს საქართველოში და გადაიხადოს ქორწილი აქ.

 

- კიდევ რას საქმიანობს ვანილა ივენთი?

 

„Vanilla Events” 10 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ამ პერიოდის განმავლობაში 1000-ზე მეტი პერსონალური და 2000-ზე მეტი კორპორატიული ტიპის ღონისძიება გვაქვს განხორციელებული. ვმუშაობთ პერსონალური(ქორწილები, დაბადების დღეები, საიუბილეო თარიღები), კორპორატიული, გახნის ცერემონიალის, ქეითერინგის და რენტალის მიმართულებით. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად ვართ ჩართული „MICE ტურიზმის“ მიმართულებით, რაც ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებს მოიცავს, როგორებიცაა შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები.

 

კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 15-მდე ადამიანია ჩართული. ტექნიკური პერსონალი კომპლექტდება 5-დან 20 კაცამდე, ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე.„Vanilla Events”-ის საქმიანობის ისტორიაში  ყოფილა იმ მასშტაბის ღონისძიებაც, რომლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში 280 ადამიანიც კი იყო ჩართული.

 

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბევრ ახალ და საინტერესო პროექტზე.  უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი