ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

იტალიელი შეფ-მზარეული ენცო ნერი, რომელმაც ხინკალი შოკოლადისგან დაამზადა, პირველი ქართული საქორწინო პრემიის ჟიურის წევრია

8703

„Wedding Stars Awards” პირველი ქართული საქორწილო  დაჯილდოვებაა, რომელიც "The Biltmore Tbilisi"-ში, 2020 წლის 6 თებერვალს გაიმართება. დაჯილდოვების მიზანი მაღალი ხარისხის სტანდარტის ჩამოყალიბება და საქორწინო ინდუსტრიის საუკეთესო ნაშრომების წარდგენაა. დაჯილდოვებაში მონაწილე კომპანიები, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, 25-მდე ნომინაციაში გამოვლინდებიან.

 

Wedder.ge დაჯილდოვების ოფიციალური პარტნიორი და მედია მხარდამჭერია. საკონკურსო პერიოდის განმავლობაში, wedder.ge-ს მედია პლატფორმის საშუალებით, ეტაპობრივად გაგაცნობთ პერსონებს „Wedding Stars Awards”-ის ჟიურის და ექსპერტთა ჯგუფიდან.  უმბრიელი(იტალიის რეგიონი) შეფ-მზარეული ენცო ნერი "Wedding Stars Awards”-ის მრავალრიცხოვანი ჟიურის, ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

 

ლონდონში, დუბაისა და ნიუ იორკში 20 წლიანი საქმიანობის შემდეგ, ენცო ნერი, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მოღვაწეობს.  განათლებით IT სპეციალისტი, კულინარიულ სკოლაში 29 წლის ასაკში დაბრუნდა და სფეროში პირველი პრესტიჟული სამსახური, მისივე მშობლიურ ქალაქში, რესტორან „Il Postale“ დაიწყო. მენტორის ძალისხმევით, მან მალევე განივითრა ტექნიკური და პრაქტიკული ცოდნა და ტრადიციული იტალიური სამზარეულოს, ახლებურ, მოდერნიზებულ გემოებს ქმნის.

 

“მზარეულობა არასდროს ყოფილა ჩემი ამბიცია, ის უბრალოდ საკუთარი თავის გამოხატვაში მეხმარება” – ამბობს იტალიელი შეფ-მზარეული, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში, რამდენიმე პრესტჟული ჯილდო მიიღო. ქართველი აუდიტორიის მასშტაბური ყურადღება, ენცომ პირველად განსაკუთრებული ხინკლის წყალობით მიიპყრო. მისი ხინკალი არა ხორცის, არამედ შოკოლადის იყო.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-საიტს: Wedding Stars Awards


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4792

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი