ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

სამხედრო ბაბუის ფირის ფოტოაპარატით ინსპირირებული პროფესიული არჩევანი და ფეხმოტეხილი პატარძალი, ახალგაზრდა ფოტოგრაფის შემოქმედებაში

11278

27 წლის მარიამ ჭილაია, ფოტოგრაფიამ მაშინ გაიტაცა, როცა ფოტოაპარატის დანიშნულების გაგება მისთვის ჯერ კიდევ რთული ამოცანა იყო. როდის გადაწყვიტა საბოლოოდ ეს საქმიანობა აერჩია, რამდენად რთულია და რაზეა დამოკიდებული, კარგი საქორწილო კადრის გადაღება ამის შესახებ თავად მოგვიყვება:

 

-  ფოტოკამერით დაინტერესება, ვფიქრობ, მას შემდეგ მოხდა, როდესაც სახლში ბაბუას ძველი ნივთი, ძველი ფირის აპარატი აღმოვაჩინე. იმ ასაკში საერთოდ ვერ ვხვდებიდი რა იყო, უბრალოდ მუდამ ვინახავდი, როგორც ჩემს საყვარელ ნივთს. ცოტა რომ წამოვიზარდე ფიქრი დავიწყე, ალბათ რა მაგარი კადრები ექნებოდა გადაღებული სამხედრო პირს, რომლის გატაცებაც ფოტოგრაფია იყო და სკოლის ასაკში აქტიურად დავიწყე ფოტოების გადაღება. ეს არ იყო, რაიმე მნიშვნელოვანი კადრები, უბრალოდ ამ დროიდან დაიწყო ჩემთვის სიამოვნების განცდა, როდესაც ვიღებდი, ადამიანებს, ძველ ნივთებს, სხვადასხვა მოვლენებს... დღეს უკვე ფოტოგრაფია ჩემი პროფესიაა.

 

- რამდენად რთული პროცესია ქორწილის გადაღება და რაზეა დამოკიდებული კარგი კადრის შექმნა?

 

- ბევრს კი ჰგონია საქორწინო ფოტოსესია უმარტივესი პროცესი და მხოლოდ აპარატის პირდაპირი მართვა, თუმცა საქორწინო ფოტოგრაფიაც ისეთივე ხელოვნებაა, როგორც ფოტოგრაფიის სხვა ჟანრები. საკმაოდ რთული პროცესია, ფოტოგრაფმა უნდა შექმნას ერთდროულად სხვადასხვა ჟანრის ფოტოები, მთელი დღის მანძილზე უნდა დაიჭიროს ემოციები, უნდა შეუქმნას წყვილს პოზიტიური განწყობა, ყურადღებით დააკვირდეს ყველა დეტალს, ასე ვთქვათ რამდენიმე საათში შეძლოს წყვილის გაცნობა და შექმნას მათი სიყვარულის საინტერესო ისტორია. კარგი კადრების შესაქმელად აუცილებელია განწყობა. ვცდილობ, მათთვის მნიშვნელოვან დღეს უახლოესი ადამიანი ვიყო წყვილისთვის. მნიშვნელოვანია, დაძაბულობა მოიხსნას და ხშირად სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაშიც ვეხმარება აღნიშნულ დღეს, რითაც მეტი ნდობა და მეგობრული კავშირი მყარდება.

 

- თუ გქონიათ გამორჩეული ქორწილი, წყვილი?თქვენი გვერდის თვალიერებისას ერთ საინტერესო ფოტოს და მიმოწერის სქრინს წავაწყდი, როცა პატარძალმა ქორწილამდე ფეხი მოიტეხა, მაგრამ ქორწილი არ ჩაიშალა. მოგვიყევით ამ ისტორიის და წყვილის შესახებ? როგორ ჩაიარა გადაღებებმა და ქორწილმა?

 

- რა თქმა უნდა, ყველა ფოტოგრაფი გამოარჩევს საკუთარი ალბომიდან გამორჩეულ, საინტერესო, დასამახსოვრებელ ქორწილს. ასევე, მეც მაქვს ჩემი გამორჩეული საქორწინო ფოტოსესიები. ერთ-ერთი მათგანი ზუსტად, ჩემი ფეხმოტეხილი პატარძალია, რომელმაც უამრავი საინტერესო კადრის გადაღების საშუალება მომცა და არ ჩაშალა ქორწილი. წყვილმა გადასარევად გაართვა თავი ყველაფერს. მათი ხასიათი და ბუნებრივობა მეტად მაძლევდა საშუალებას კარგი რეპორტაჟი შემექმნა. ძალიან გამიმართლა, რომ პატარძალი არ შეუშინდა ამ ფოტოსეისას და არც იმ კადრებზე თქვა უარი, სადაც ყავარჯენი და მოტეხილი ფეხი მკაფიოდ ჩანდა.

 

- ცოტა ხნის წინ ქართულ ონლაინ სივრცეს ჩვენი პლატფორმა, wedder.ge შეემატა. სადაცქორწილის დასაგეგმად, ყველა დეტალის მოძიება, ფასების შედარება და ღონისძიების  დაგეგმვაა შესაძლებელი. შენთვის რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა ამ პლატფორმის გამოყენება?

 

- მიხარია, რადგან უამრავ წყვილს გაუმარტივდება მათი მნიშვნელოვანი დღის დაგეგმვა. ვიმედოვნებ, wedder.ge მათი ქორწილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.

 

- მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებებს!

 

- მადლობა თქვენ, ასევე წარმატებები თქვენს გუნდს.

 

ფოტოგრაფის wedder-პროფილი იხილეთ აქ: Mariam Chilaia photography ან ეწვიეთ მის Facebook გვერდს


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი