„სურვილი თქვენი, ხარისხი ჩვენი“ - სილამაზის სალონი, რომელზეც სტატიაში უნდა ვისაუბროთ, 10 წლის წინ გაიხსნა. სამი წლის წინანდელი რებრენდინგის შემდეგ კი მომხმარებელს ახალი სახელწოდებით ემსახურება. იმავე პერიოდში სერვისების განახლებასთან ერთად, მომსახურების ხარისხიც კიდევ უფრო გააუმჯობესა. La Beaute-ში, რომელიც ა. წერეთლის N59-ში მდებარეობს, ისევე როგორც ყველა მომხმარებელს, საპატარძლოსა და სასიძოს სრული „საქორწილო“ მომსახურება ხვდება - სახის კანის მოვლის პროცედურებიდან დაწყებული, თმის ვარცხნილობამდე.
ვარცხნილობა, მაკიაჟი, ფრჩხილის მოვლა - მანიკიური, მიკრობლეინდინგი, კონტურული მაკიაჟი, ფილერები, სახის კანის დიაგნოსტირება-მკურნალობა ასაკობრივი აკნეს და ნაოჭების წინააღმდეგ, მეზოთერაპია; მამაკაცის გრიმი და ბარბერი; თმის შეღებვა, ბოტოპლექსი, კერატინი, ბიოდახვევა(100%-იანი შედეგით) - ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სალონში დაგხვდებათ. მენეჯერისა და სპეციალისტის მაიკო ჩუბინიძის თქმით, მომხმარებელი მაქსიმალურ ინფორმაციას იღებს იმ პროდუქტის ხარისხის შესახებაც, რომლითაც მას მომსახურება ეწევა და იღებს ე.წ. „ინექციის პასპორტს“.
„ - ვმუშაობთ არტიდან მოდამდე - მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. მივდევთ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა თანამედროვე სტანდარტების და ტრენდების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ხშირად მომხმარებლები არ ითვალისწინებენ პროფესიონალების რჩევას და ითხოვენ იმას, რაც შეიძლება მათზე იდეალურად მორგებული სულაც არ არის. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ყველას ერგება.“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში სალონის სპეციალისტმა ზისნახე ერქომაიშვილმა, რომელიც პროფესიონალი მხატვარია და მისი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩევიან სიზუსტითა და ინდივიდუალიზმით.
„ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის ინდივიდუალურები და განსხვავებულები არიან. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან საერთო ფონზე. ვსაუბრობთ პატარძალზე, მაგრამ მე მინდა მოგითხროთ ჩვენს ნიშაზე - მამაკაცის ხაზზე, რომელსაც La Beaute-ში ისეთი მომსახურების მიღება შეუძლია, რასაც სხვაგან ვერ შესთავაზებენ.
გარდა იმისა, რომ ბარბერის პროფესიონალური მომსახურება გვაქვს(თმა-წვერის კონტურული დამუშავება და ტონირება), ჩვენი განსაკუთრებული მომსახურება მამაკაცის არის “Make Up". იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ამის ბუნებრივი შესაძლებლობები არ აქვს, შეგვიძლია თმა, წვერი და წარბი დავუხატოთ, ისე რომ აღიქმებოდეს როგორც ბუნებრივი, მაკიაჟისგან განსხვავებით, რომელიც თვალშისაცემია და მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა.
მოთხოვნადია მამაკაცის გრიმიც, რომელსაც იკეთებენ სხვადასხვა ტიპის ივენთებისთვის(კორპორაციული, კლუბური, კოქტეილის). შეგვისრულებია სამუშაო, რომლის შედეგადაც მამაკაცი, კოსწიუმირებული წვეულებისთვის, გარდასახულა საპირისპირო სქესის წარმომადგენლად.
მინდა მკითხველს კიდევ ერთი მომსახურების შესახებაც მივაწოდო ინფორმაცია. სალონში კეთდება ყოველდღიური ტატუირებაც, რომელზეც ძირითადად გადამყვანის გარეშე, მხატვრული სიზუსტით ვმუშაობ.“ - ზისნახე ერქომაიშვილი.
საუბრის ბოლოს, მაიკო ჩუბინიძემ wedder.ge-ს აუდიტორიითვის, კიდევ ერთი „ბონუსი“ გაგვიმხილა: La Beaute-ს პატარძლები, სურვილისამებრ სალონისგან საჩუქრად იღებენ ფოტოსესიას ადგილზე და მოკლე, მხატვრულ ვიდეო-რგოლს.
კომენტარები