ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

სამზადისის სია: როგორ აადვილებს ქორწილის დაგეგმვის პროცესს Wedder.ge-ს ახალი სერვისი

21406

გადაწყვიტეთ ქორწინება და ჯერ არ დაგიგეგმავთ ქორწილი? არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ შემოგთავაზებთ, რამდენიმე აუცილებელ ნაბიჯს, თუ როგორ უნდა დაგეგმოთ ქორწილის დღე ეტაპობრივად, ისე რომ ამ რუტინულმა პროცესმა არ დაგღალოთ და ამაღლებული განწყობა არ შეგიცვალოთ.

 

დიდი ალბათობით თქვენი ქორწილის დღე, იქნება ყველაზე გამორჩეული და დაუვიწყარი ცერემონიალი, თქვენი და თქვენი მეუღლის ცხოვრებაში. ფოკუსირდით ამ დღის ირგვლივ, ჩართეთ სამზადისში ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები.

 

სამზადისის სია: 

 

1. დაგეგმეთ ბიუჯეტი

პირველ რიგში, სანამ ქორწილის დღის დაგეგმვას დაიწყებთ, აუცილებლად განსაზღვრეთ მისი ბიუჯეტი თუ რამდენის დახარჯვას აპირებთ ამ დღისთვის. შესაძლოა ეს არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ შემდეგი ნაბიჯების განსახორციელებლად აუცილებელი წინაპირობაა. ბიუჯეტის დადგენის შემდეგ, პრიორიტეტების მიხედვით, თამამად შეგიძლიათ გაანაწილოთ თანხა, სხვადასხვა სერვისსა და საჭიროებაზე.

 

2. მოძებნეთ ინსპირაციის წყაროები

საიმისოდ, რომ თქვენი ქორწილი არ იყოს ისეთივე, როგორც სხვა ყველა, მას განსხვავებული ელემენტები თქვენ თავად უნდა შესძინოთ. დაიწყეთ ძიება და ნახეთ უამრავი წვრილი თუ მსხვილი, სხვადასხვა დანიშნულების საგნები: როგორი უნდა იყოს თქვენი საქორწილო კაბის/კოსწიუმის სტილი, თაიგული, ტორტი, საქორწილო სივრცე და დეკორაცია, ჭურჭელი, წამყვანი ფერი - ყველა ამ დეტალის მოძიება და სხვათა გამოცდილების ნახვა შესაძლებელია საქორწილო პორტალებზე, პინტერესტზე, ფეისბუქის და ინსტაგრამის თემატურ გვერდებსა და ჯგუფებში.

 

3. განსაზღვრეთ სტუმრების რაოდენობა

სტუმრების რაოდენობა საქორწილო სამზადისის სიის სათავეში, ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მცირე ქორწილის(საშუალოდ 50 ადამიანი) დაგეგმვის პროცესი, დიდი ქორწილების დაგეგმვისგან არსებითად განსხვავებულია. პირველ რიგში კი მაშინ, როცა საქორწილო სივრცე უნდა შევარჩიოთ.

 

4.შეარჩიეთ ქორწილის თარიღი

სამზადისის სიის შემდეგი ეტაპი ქორწილის თარიღის შერჩევაა. ქორწილის თარიღის შერჩევისას, უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. შესაძლოა ერთ იმ კონკრეტულ დღეს, თქვენთვის სასურველი ლოკაცია ან მომსახურება დაკავებული იყოს. ამიტომ, მონიშნეთ რამდენიმე თარიღი. ეს გაგიადვილებთ ქორწილის დაგეგმვის პროცესს.

 

5. შეარჩიეთ საქორწილო სივრცე

მას შემდეგ, რაც ქორწილის ბიუჯეტი განისაზღვრება და სტუმრების რაოდენობაც, იდეის დონეზე იცით დაახლოებით რა ტიპის სივრცე გჭირდებათ და თარიღის რამდენენიმე ვერსიაც გაქვთ, უნდა შეარჩიოთ ადგილი, თქვენი საქორწილო ცერემონიალისა და წვეულებისთვის. ადგილის შერჩევისას შეგიძლიათ მიმართოთ მეგობრებს და ახლობლებს, ვერსიები კი განიხილოთ, შეფასებების მიხედვით.

 

6. შეარჩიეთ პერსონალი

საიმისოდ, რომ თქვენი ოცნების დღე იდეალური იყოს, პროფესიონალი შემოქმედებითი ჯგუფი და მომსახურე პერსონალია საჭირო. შესაძლოა დაიქირავით კომპანია, რომელიც ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს ან ითანამშრომლოთ სხვადასხვა კომპანიასთან და კერძო პირთან.

 

7. შეადგინეთ სტუმრების სია

შემდეგი ეტაპი სტუმრების სიის შედგენაა. ამ პროცესში მეუღლე, მისი და თქვენი მშობლები უნდა ჩაერთონ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ფინანსურ მხარეს ისინი უზრუნველყოფენ. დასასრულ, სიას რამდენჯერმე გადაავლეთ თვალი, რათა დარწმუნდეთ რომ არავინ გამოგრჩათ. შეატყობინეთ სტუმრებს ქორწილის თარიღი, რომ მათ ადრიდანვე განსაზღვრონ თავიანთი დღის წესრიგი, თქვენი ქორწილის დღისთვის.

 

8. შეარჩიეთ საქორწილო სამოსი

მიეცით საკუთარ თავს საშუალება, საქორწილო სამოსის შერჩევისას, ჰქონდეს მეტი თავისუფალი დრო, რათა განსაკუთრებული სტილი იპოვოს. ადრიდანვე დაიწყეთ საქორწილო კაბის და სმოკინგის(ტრადიციული სამოსის) შერჩევა, იმ შემთხვევისთვის თუ სასურველს ვერ მიაგნებთ, სპეციალურად თქვენთვის შეაკერინოთ. შეარჩიოთ ფეხსაცმელი, მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა.

 

9. შეუკვეთეთ ტორტი და შეადგინეთ მენიუ

შეუხამეთ ტორტის ვიზუალური ეფექტები, საქორწილო დეკორაციებს. შეადგინეთ მენიუ, სტუმართა რაოდენობების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ ქორწილს ტრადიციულ, დახურულ სივრცეებში გადაიხდით, ადგილობრივი სამზარეულო თავად უზრუნველყოფს მომზადების საკითხს. მაშინ კი, თუ ღია სივრცეს ამჯობინებთ, მოგიწევთ ფურშეტი ქეითერინგ კომპანიას შეუკვეთოთ და გადაწყვიტოთ, საქორწილო წვეულებაზე თვითმომსახურება იქნება თუ დამატებით პერსონალის დაქირავება მოგიწევთ.

 

10. დაგეგმეთ საქორწინო მოგზაურობა

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილი გაქვთ, საქორწილო წვეულების შემდეგ, თაფლობისთვე მოიწყოთ, ყველაფერი წინასწარ უნდა განისაზღვროს. შეარჩიეთ ქვეყანა, იყიდეთ ბილეთები, დაჯავშნეთ სასტუმრო, მოიფიქრეთ სათავგადასავლო ტური.

 

11. წინასაქორწილო წვეულებები

ნიშნობა, „Bacelorette Party”, წინასაქორწილო წვეულება ბიჭებისთვის - ეს ის ღონისძიებებია, რომლებიც არაფრით არ უნდა გამოტოვოთ. შეარჩიეთ ქორწილთან მიახლოებული თარიღები, შეადგინეთ სტუმრების სია და ისიამოვნეთ, ქორწინებამდელი ცხოვრების ბოლო დღეებით.

 

12. გაგზავნეთ მოსაწვევები

ქორწილის დღემდე 2-3 კვირით, მინიმუმ კი 10 დღით ადრე, გაუგზავნეთ სტუმრებს მოსაწვევები.

 

13. შეიძინეთ საქორწინო ბეჭდები

შეიძინეთ საქორწინო ბეჭდები, კლასიკური დიზაინით ან შეარჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს.

 

14. განსაზღვრეთ ბოლო დეტალები

სტუმრების რაოდენობების და მაგიდების ტევადობის მიხედვით, განსაზღვრეთ მათი რაოდენობა. მიანიჭეთ ნომრები და შეატყობინეთ მოწვეულ სტუმრებს.

 

ასევე, განსაზღვრეთ თქვენი და თქვენი მეუღლის ხელისმომკიდეების რაოდენობა, რომ ნეფე-დედოფლისთვის განსაზღვრული, საქორწილო მაგიდა შესაბამისად მოეწყოს.

 

15. ქორწინების რეგისტრაცია და ჯვრისწერა

წინასწარ დააზუსტეთ ქორწინების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები: თარიღი და დოკუმენტაცია. შეათანხმეთ დრო და სერვისი: შესაძლოა ქორწინების რეგისტრაცია, საქორწილო სივრცეში გსურდეთ.

 

16. შეამოწმეთ ყველაფერი

ქორწილის წინა დღეს, ყველა დეტალი თავიდან გაიარეთ და გადაამოწმეთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

 

17. დაქორწინდით!

როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად ადვილია სამზადისის სიის შედგენა და ამ სიით ხელმძღვანელობა, ქორწილის დაგეგმვისას? მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად ამარტივებს პროცესს, შეიძლება მაინც რუტინულ პროცესად მოგვეჩვენოს და მეტიც, ჩამონათვალმა შეიძლება შეგაშინოთ კიდეც - გაუმკლავდებით კი ამდენს?

 

სწორედ ამიტომ, აქვე მოგითხრობთ Wedder.ge-ს ახალ სერვისზეც. მანამ კი შეგახსენებთ თუ რას ემსახურება ის:

 

მისი საშუალებით ქორწილის დაგეგმვა, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ერთ შეგიძლიათ შეარჩიოთ ლოკაცია, დეკორაცია, საქორწილო სამოსი და ფეხსაცმელი, ბეჭდები, სამკაული, თაიგული, სილამაზის სალონი, მუსიკალური ჯგუფი, მოსაწვევები; იპოვოთ საუკეთესო ფოტო და ვიდეოგრაფი; შეუკვეთოთ სასურველი ტორტი, ღვინო და შეარჩიოთ სამოგზაურო პაკეტი, ტურ-ოპერატორებისთვის განკუთვნილ არეალში; შეადაროთ ფასები და დაგეგმოთ ბიუჯეტი და უკვე არამხოლოდ იპოვოთ სასურველი მომსახურება, არამედ შეადგინოთ სამზადისის სიაც! მონიშნოთ სასურველი მომსახურება, მიანიჭოთ მას სტატუსი და გაიმარტივოთ საქმე იმაზე მეტად, ვიდრე ეს შაბლონური საჭიროებების რიგითობის შედგენაა. 


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი