ფოტოების გადაღება ყოველთვის მიყვარდა, თუმცა წარმოსახვაში შექმნილი კადრის ფოტოზე გადმოტანა აზრადაც არ მომსვლია. ვისწავლე, თუ როგოს ამესახა ჩემი იდეები სურათებად, რომლებშიც მრავლისმთქმელი ისტორია იქნებოდა ჩაქსოვილი.
მიყვარს ხალხთან მუშაობა, სწორედ ამიტომ მიმიზიდა საქორწილო ფოტოგრაფიამ.
ქორწილი - ისტორიული დღეა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დიდ დატვირთვას ატარებს. ეს დღე დაუვიწყარი რომ გახადოთ, საჭიროა კარგი გადამღები ჯგუფი, რომელიც თავისი შემოქმედებით, თქვენს დღეს კიდევ უფრო გაალამაზებს.
მიზნად ვისახავ, რომ ნებისმიერ წყვილს გადავუღო ისეთი კადრები, რომლებითაც გადმოცემული იქნება მთელი ეს ლამაზი დღე , გრძნობები და ემოციები. დროა ყველანაირი კომპლექსისა და რიდის გარეშე შევქმნათ ხელოვნების ნიმუში, რომელიც თქვენს დღეს მთლიანად გააცოცხლებს მნახველის წინაშე.
ერთად ისტორიას შევქმნით!