Add company

ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები

5004

 

დაქორწინების გადაწყვეტილებას ბევრი ფიქრი და მზაობა სჭირდება. თუმცა გვახსოვს შემთხვევებიც,როცა დიდი ხნის ფიქრისა და განსჯის შედეგად მიღებულ გადაწვეტილებებსაც განუცდიათ კრახი, თან წარმოუდგენლად მოკლე ვადებში. დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე ხანმოკლე სელებრითული ქორწინების ხუთეულს. მათგან ზოგიერთმა მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანა.

 

#5 . ნიკოლას ქეიჯი & ლიზა მარია პრესლი. ქორწინებაში იმყოფებოდნენ 150 დღე

,,ჩვენ ორი წელი ვიყავით ერთად და ორი წლის შემდეგ იმ იმედით დავქორწინდით,რომ ჩვენი ურთიერთობის უფრო სტაბილურ და ჰარმონიულ ფაზას მივაღწევდით, სამწუხაროდ,ასე არ მოხდა’’- ასე უპასუხა ლიზა პრესლიმ დაშორებაზე დასმულ შეკითხვას.

 

 

#4 კიმ კარდაშიანი & კრის ჰამფრისი -72 დღე

კიმ კარდაშიანის ქორწილი რამდენიმე მილიონი  დოლარი დაჯდა.  გაყრისას, წარუმატებელ ქორწინებასთან ერთად, სწორედ ამ მილიონებსა და ,,გადაყრილ’’ ფულს მისტიროდა რეალითი შოუს ვარსკვლავი. მათი განქორწინება სკანდალებზე მეტად სენტიმენტალურობით და კიმის საქვეყნო აცრემლებით გახდა დასამახსოვრებელი.  

 

 

#3. ედი მერფი & ტრეისი ედმონდსი - 15 დღე

 

წყვილის პრობლემები მათი ქორწილის დღეს ბორა-ბორაზე დაიწყო. როგორც ამობენ,მოწვეულ სტუმართაგან ერთმა მექორწინეების წარსულიდან რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი გაიხსენა. არავინ იცის,შეეფერებოდა თუ არა ფაქტები სიმართლეს, თუმცა ბზარის შეტანა ურთიერთობაში ნამდვილად შეძლო.

 

#2. კარმენ ელექტრა & დენის როდმანი - 9 დღე

დენის როდმანისთვის კარმენ ელექტრასთან ქორწინება რიგით მეორე აღმოჩნდა. როდმანი ხანმოკლე ქორწინებების გარდა, იმითაც არის ცნობილი,რომ ერთხელ საკუთარ თავზე დაქორწინდა, თან ეტიკეტის სრული  დაცვით.ჩაიცვა თეთრი საქორწილო კაბა და საკუთარ თავს ერთგულება შეჰფიცა.

 

 

 

#1. ბრიტნი სპირსი & ჯეისონ ალეგზანდერი -55 საათი

პოპ-მუსიკის პრინცესამ-ბრიტნი სპირსმა ბავშვობის მეგობარზე-ჯეისონ ალეგზანდერზე  16 წლის წინ ლას ვეგასში იქორწინა,თუმცა გაყრაზე განცხადების შესატანად სულ რაღაც 55 საათი დასჭირდა. სხვათაშორის,  ჯეისონი ,,Free Britney’’-ს კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და ერთ-ერთ ინტრევიუში აღიარა, რომ მას გრძნობები ბრიტნის მიმართ ახლაც აქვს.

 

 

ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები უფრო წინა დეკადის ტრენდი  იყო. ზოგჯერ ამ ხერხს ყურადღების მისაქცევადაც იყენებდნენ. ახლანდელ პერიოდში კი, გაყრა იმდენად დიდ ფინანსურ ზარალს ითვალისწინებს,ვარსკვლავები ფრთხილობენ და მეტიც,  თავის დასაზღვევად, წინასწარ აფორმებენ კონტრაქტს,სადაც დეტალურადაა გათვალისწინებული  გაყრის შემთხვევაში წარმოქნილი რისკები.  

 

 

 

 

 

 

 

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4812

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6794

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5242

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable