Add company

როგორი ქორწილი იქნება მოდაში 2021 წელს? ტენდენციები და პროგნოზები

4778

ქორწილი იმდენნაირი შეიძლება იყოს,რამდენი წყვილიც არსებობს. ყველა წყვილს განსხვავებული სურვილები და მოლოდინები აქვს ამ დღისადმი,თუმცა წლიდან წლამდე  გარკვეული  ტენდენციები მაინც გამოკვეთება ხოლმე. გაითვალისწინებთ თუ არა მათ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, www.wedder.ge უბრალოდ გაგაცნობთ ქორწილების დიზაინერების პროგნოზებს 2021 წლისთვის.

 

  1. მცირერიცხოვანი  ქორწილი.

სტუმრების სია პანდემიამდეც შემცირდა. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, წყვილები დიდ და მრავალრიცხოვან ქორწილებს პატარა, 25 -კაციან ქორწილებს არჩევენ. ეს ერთის მხრივ,ზოგავს წყვილის ფინანსებს და მეორეს მხრივ,უფრო მყუდროს ხდის ქორწილს. აღსანიშნავია ისიც,რომ პატარა ქორწილის შემთხვევაში დღესასწაული არა მხოლოდ ერთი დღე,არამედ უქმეები და ზოგჯერ შეიძლება მთელი კვირაც გაგრძელდეს. ეს კი შესაძლებლობას აძლევს წყვილს უფრო ხალისიანი დრო გაატარონ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ,სადაც ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იგულისხმებიან და ყველა მათგანს სათანადო ყურადღება დაუთმონ.

 

 

  1. დეკორაციები მდიდრული ლოკაციების ნაცვლად

წყვილები დღითიდღე რწმუნდებიან,რომ  მდიდრულ ჰოლებსა და სასტუმრო დარბაზების ქირაობას დიდი შედეგი არა აქვს. სადა,უბრალო სივრცეც დიზიანერების დახმარებითა და დეკორაციების გამოყენებით შეიძლება საუცხოოდ გარდაიქმნას.  

 

 

  1. ბრჭყვიალა განათება სტანდარტულის ნაცვლად

 

2019 წლიდან მოყოლებული ლამაზი განათება აქტუალობას არ კარგავს. განათება განსაკუთრებით ალამაზებს  გარე ლოკაციებსა და გაშლილ სივრცეში მოწყობილ წვეულებებს.რაც უფრო ხშირი და ბრჭყვიალაა განათება,მით უფრო ეფექტურია ის. მთავარია  ფერები არ აურიოთ . ერთ ფერში გადაწყვეტილი განათება უფრო სოლიდურად გამოიყურება , ვიდრე ფერადი ელვარება.  

 

 

  1. ორიგინალური საქორწილო ტორტი

ძნელი დასაჯერებელია, თუმცა დიზიაინერები ვარაუდოებენ, რომ შეიცვლება საქორწილო ტორტის ფორმა. მძიმე,მასიური თეთრი ტორტის ნაცვლად ფერადი და ორიგინალური ტორტები შემოვა მოდაში,სადაც წყვილის ინდივიდუალური კულინარიული სურვილები იქნება გათვალისწინებული. შეიძლება  დონატების ტორტი ვიხილოთ ან ტორტი ყავის შიგთავსით. მთავარია რა სურს წყვილს.

 

5.სადა საქორწილო  კაბა დახურული მკლავებით

სისადავე და მინიმალიზმი-მარტვად ასე აღვწერდით 2021 წელს. ეს ეხება როგორც ქორწილის სიას,ასევე, საქორწილო ლოკაციას,მორთულობას და კაბასაც. ვოგის მტკიცებით, ყველაზე მოდური 2021-ში  დახურულმკლავებიანი თეთრი ფერის კაბაა. მთავარია მკლავები ძალიან მჭიდროდ არ ეკვროდეს სხეულს და პატარძალს ცეკვაში ხელი არ შეუშალოს.  

 

 

  1. ქორწილის პირდაპირ ეთერში ჩვენება

სავარაუდოდ, სტუმრებს წინასწარ  დაეგზავნებათ ლინკი,რომლიდანაც ქორწილისთვის თვალყურის მიდევნებას შეძლებენ.ცალკე მოეწყობა კუთხე ვიდეოტრანსლირებისთვის.

 

 

საქორწილო ტრენდებიდან შეგიძლიათ მხოლოდ ის გაითვალისწინოთ,რაც თქვენს  ხასიათს ერგება.ამ  დღის გმირები ხართ თქვენ და ეს დღე სასიამოვნოდ  უნდა აღგებეჭდოთ მოგონებებში.


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4782

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6773

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5222

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable