Add company

პრაქტიკული რჩევები ჰარმონიული ქორწინებისთვის

3483

ქორწინების პირველ თვეებს დიდი მღელვარება ახასიათებს.ამ პერიოდს მხურვალე ემოციები, ბევრი ცერემონია და ნათესავების სტუმრობა უკავშირდება. ამასთან,წყვილს საშუალება ეძლევა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი,დააკვირდნენ ერთმანეთს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან. დროთა განმავლობაში,როცა ემოციები ცხრება და ქორწინება მღელვარებიდან მშვიდ ფაზაში გადადის, ზოგი თითქოს მოუმზადებელი ხვდება. ყოველდღიურ რუტინაში კარგავენ  სიყვარულის მათრობელა ემოციას და ,,თაფლს'' თაფლობისთვეშივე ტოვებენ.

დღეს ქორწინებაში ჰარმონიის შენარჩუნების გზებს გასწავლით:

 მოუსმინეთ ერთმანეთს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ერთად ცხოვრების დროს ყველაზე მეტად უნდა ინტერესდებოდეთ თავს როგორ გრძნობს,რა აწუხებს, რა ახარებს და რა სათქმელი აქვს თქვენს მეუღლეს. დააკვირდით მის განწყობას,  სურვილებს. ეცადეთ,  შეუმსუბუქოთ საწუხარი და გაუმრავლოთ სიხარული.

 

  გამოხატეთ მადლიერება.

 მადლიერი იყავით იმ ზრუნვისთვის,რასაც მეუღლისგან იღებთ. მადლიერება აკეთილშობილებს ორივე მხარეს წყვილში და ავსებს მათ  სინაზის ემოციით.

 

შეეხეთ

შეყვარებულების პერიოდში ხელის ხელში ჩაკიდება თუ გულს გიჩქარებდათ,ქორწინებაში ეს სიმშვიდეს მოგვრით.ჩაეხუტეთ,აკოცეთ,გაუკეთეთ კისრის მსუბუქი მასაჟი.

 

მოაწყვეთ განტვირთვის დღეები. 

 თუ განტვირთვის დღის მოწყობას ყოველ კვირას ვერ შეძლებთ, ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოახერხოთ.თუ ფინანსები ხელს გიწყობთ,ქალაქგარეთ გირჩევთ წასვლას.ეს იმ გარემოსგანაც განტვირთავს თქვენს თვალსა და გონებას,სადაც მუდმივად ცხოვრობთ. თუ რამე უფრო ბიუჯეტური იდეა გჭირდებათ, შეგიძლიათ ბუნებაში გაისეირნოთ ან პარკის ატრაქციონებით შეიქციოთ თავი.არ დაგავიწდყეთ ტელეფონისა და სოციალური ქსელებისგან გამოთიშვაც. განტვირთვის დღეები საუკეთესოა განვლილი კვირის შესაჯამებლად და ახალი კვირების დასაგეგმად.

ქორწინების ჰარმონიზებისთვის ორივე მხარემ უნდა მოინდომოს და თავიანთი  წილი ენერგია და სიყვარული გაიღოს.მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ქორწინების სიყვარულის ლამაზ და დაუსრულებელ თავგადასავლად გადაქცევა.

 

 

 

 

 

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable