Add company

რატომ არ უნდა ნახოს სიძემ საპატარძლო კაბა ქორწილამდე?

4316

 დასავლეთში პატარძლის საქორწილო კაბის ნახვა სიძეს ქორწილის დღემდე ეკრძალება, რადგან ეს ავისმომასწავებლად ითვლება.  ბევრი წყვილი, მიუხედავად  იმისა, ქორწინებამდე ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს თუ არა, საქორწილო კაბას საგულდაგულოდ მალავს. გაინტერესებთ საიდან მოდის ეს ტრადიცია?  

 

წინა საუკუნეებში, როცა დაქორწინების საფუძველი ორ ოჯახს შორის შემდგარი მოლაპარაკება იყო, სიყვარულს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ზოგჯერ მექორწინეები ქორწილის დღემდე  არ იცნობდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ სასიძოს არ მოეწონებოდა მისთვის შერჩეული საპატარძლო და ქორწილს ჩაშლიდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ტრადიცია საპატარძლოს ნახვის აკრძალვის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სიძეს საკურთხევლამდე არ უნდა ენახა საცოლე. მას  მხოლოდ საკურთხეველთან ფატის აწევის შემდეგ ეძლეოდა შანსი გოგონას სახის დანახვისა და ამ მომენტიდან უკან დახევა და ქორწინებაზე უარის თქმა დიდ სიმხდალედ ითვლებოდა. ეს წესი  ერთგვარი გარანტია გახდა  მშობლებისთვის, რომ ყველაფერი ისე ჩაივლიდა,როგორც მათ სურდათ...

ისიც კარგია, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა და თანამედროვე ქორწინება სავაჭრო საგანი კი არა, ორი ზრდასრული ადამიანის გააზრებული არჩევანია. (არის გამონაკლისი ქვეყნებიც, თუმცა მათზე სხვა დროს მოგიყვებით). შეიცვალა მიდგომებიც და ბევრი წყვილი საქორწინო კაბას უკვე ერთად არჩევს. გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა ამბობს,რომ ამით თავიდან იცილებენ  რისკს, რომ საქმროს კაბა არ მოეწონოს.კაბის ერთად შერჩევა მნიშვნელოვანია, ასევე, საქორწილო ბიუჯეტის განსაზღვრისთვის. თუმცა დღესაც მოიძებნებიან წყვილები,რომლებიც  საქორწილო კაბას სიძისგან მალავენ. თავის დროზე მერკანტილური მიზეზებით შექმნილი ტრადიცია ახლა უკვე ცრურწმენად იქცა. ,,ქორწილის დღეს არ უნდა გარისკო’’- ირწმუნებიან წყვილები,რომლებიც ამ ტრადიციას აგრძელებენ. ზოგ წყვილს კი უფრო სხვა,რომანტიკული მიზეზი აქვთ კაბის დასამალად. მათ სურთ კაბას მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდეს და სიძისთვის სიურპრიზად დარჩეს. სიძეებიც გულაჩუყებულები , დიდი მოთმინებით ელიან მათი პატარძლის საქორწილო კაბის დანახვას..როგორც ერთგვარ ტრიუმფს მათი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად ...

თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? გჯერათ ამ ტრადიციის?


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6788

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable