Add company

როგორ გავიკეთოთ საქორწილო მაკიაჟი პროფესიონალის დაუხმარებლად

3659

 

   ქორწილის დაგეგმვას რომ ბევრი ფული, დრო და ენერგია სჭირდება სიახლეს არ წარმოადგენს. ქორწილის ფოტოები სამუდამოდ ინახავენ ამ დღის მოგონებებს, ამიტომ ყველას სურს იდეალურად გამოიყურებოდეს. განსაკუთრებით პატარძლები ღელავენ. მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი კარგი მაკიაჟის შერჩევაა. 
ჩვენი რჩევებით დღეს იმ პატარძლებს დავეხმარებით, რომლებსაც სურთ საქორწილო  მაკიაჟი თავად გაიკეთონ.

 
1. უარი თქვით ტრენდებზე.

 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  ყურადღებას ნუ მიაქცევთ მაკიაჟის ტრენდებს. არჩევანი გააკეთეთ თქვენი სახის ნაკვთების მიხედვით. მოდაშია ის, რაც ყველაზე მეტად გიხდებათ. 

2. დაიწყეთ კანზე ზრუნვა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე 

თუ პრობლემური კანი გაქვთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, დერმატოლოგს მიმართეთ. გაიწმინდეთ სახე, იხმარეთ კანის ტიპის მიხედვით შერჩეული მოვლის საშუალებები, მოერიდეთ ძალიან ცხარე, მჟავე ან ტკბილ საკვებს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოვლის პროცედურებს, მით უფრო იბზინებს თქვენი კანი ქორწილის დღეს. 

3.  ქორწილამდე ბევრი ტიპის მაკიაჟი მოსინჯეთ! 

რაც არ უნდა კარგად გეხერხებოდეთ მაკიაჟის გაკეთება, საქორწილო მაკიაჟს თუ შეეჭიდებით, ბევრი ვარჯიში მოგიწევთ. გამოიყენეთ სხვადასხვა პროდუქტები და ფერები, მოინიშნეთ შედეგები, გადაიღეთ ფოტოები, შეადარეთ ერთმანეთს, ცვალეთ სტილი. 

4. ქორწილის დღეს სპეციალური სივრცე გამოყავით

სივცრე, სადაც მშვიდად შეძლებთ მაკიაჟის გაკეთებას. ბევრმა მაყურებელმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ. ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ განათებასაც. 

5. გამოიყენეთ პრაიმერი.

პრაიმერი ფორებს შეავიწროვებს და კანს მოამზადებს მაკიაჟისთვის. არ დაგავიწყდეთ თვალის ირგვლივ კრემისებრი სტრუქტურის მქონე თვალის ჩრდილის გამოყენებაც. 

6.უარი მზის დამცავ კრემს

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქორწილს ღია სივრცეში მზიან სანაპიროზე იხდიდეთ, მზის დამცავი მაინც არ უნდა გამოიყენოთ. დამცავი კრემი ფოტოებში თქვენს კანს არაბუნებრივად თეთრს გამოაჩენს. უარი თქვით ძალიან მბრწყინავ ფერებზეც. უპირატესობა მიანიჭეთ გლუვ, მდგრად ფერებს.                                                                                                                     
7.  გამოიყენეთ წყალგამძლე პროდუქტები

ქორწინების დღე ზღვა ემოციებთან არის დაკავშირებეული და შეიძლება ცრემლიც მოგადგეთ, ამიტომ აუცილებლად წყალგამძლე პროდუქტები უნდა გამოიყენოთ. სიხარულის ცრემლებს მაკიაჟს ხომ არ ააჭრელებინებთ? 

 

 

 

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable