Add company

5 საუკეთესო ფილმი ქორწილზე

64920

  ქორწილებზე გადაღებული ფილმების უმეტესობა კომედიური ჟანრისაა : მსუბუქი, სახალისო სიუჟეტური ხაზით. იშვიათია რეჟისორებმა ისე ჩახლართონ საქორწილო სამზადისი, რომ მაყურებელი ფინალამდე ანერვიულდეს. ხშირ შემთხვევაში, ადვილად სავარაუდოა მექორწილეების ამბის განვითარების წახნაგები. იშვიათად, მაგრამ  ზოგჯერ, რეჟისორი  გადაუხვევს საათივით აწყობილი ქორწილის სცენარს და გმირებს სწორედ ქორწინების დღეს აიძულებს წარსულს საბოლოოდ გადააბიჯოს ან პირიქით, წარსულს შეერწყას და მომავალზე ,რომელსაც ქორწილი უქადის, უარი თქვას. რაც მთვარია, მაყურებელმა უნდა დაიჯეროს , რომ გმირმა სწორი არჩევანი გააკეთა იმ შემთხვევაშიც კი , თუ ცოლად თავისი შეყვარებულის ნაცვლად ბავშვობის მეგობარი შეირთო, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ არც ენახა და ალბათ არც ნახავდა , ქორწილის დასაგეგმად რომ არ მოეწვია. ხელახალი შეხვედრა მოულოდნელად წარსულში გამოუთქმელ გრძნობებს აზვირთებს და ყველაფერი ისევ ბანალურად, ჰოლივუდურად, კეთილად მთავრდება. საქორწილო ფილმებისგანაც ხომ ზუსტად ამას მოვითხოვთ - იყოს მსუბუქი, იმედიანი  და ნამდვილმა სიყვარულმა იზეიმოს!

დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ქორწილზე გადაღებული 5  საუკეთესო ფილმი .(არ დაგასპოილერებთ !) გვსურს ყოველგვარი შემზადებისა და მოლოდინის შექმნის გარეშე გადაეშვათ გრძნობების გამორკვევისა და დაკანონების ლაბირინთებში . კიდევ ერთხელ დაიჯერეთ , რომ სიყვარული მუდამ იმარჯვებს!

1.Mike and Dave Need Wedding Dates

2. My Best Friend’s Wedding

 

3. Mamma Mia!

4. Bridesmaids

5. My Big Fat Greek Wedding    

 

 

ავტორი : თამთა ჯინჯოლავა


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6781

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable