Add company

საუკეთესო თეთრი საპატარძლო კაბები - გაზაფხული/ზაფხული 2021

10216

დასრულდა მოდის კვირეული პარიზში, მილანში, ლონდონსა და ნიუ-იორკში - 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ჩვენება. მოგვიანებით ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ და გაგაცნობთ აქსესუარებს - საუკეთესო ფეხსაცმელებსა და ჩანთებს, რომლებსაც ბრენდები გვთავაზობენ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში, ახლა კი, პირველ რიგში განვიხილოთ პატარძლის მთავარი და უმნიშვნელოვანესი შემადგენელი - თეთრი კაბები, რომლებიც თქვენს საქორწილო ლუქს უდავოთ განსხვავებულობას, განსაკუთრებულ შარმსა და ავანგარდულობას შესძენს. უნდა აღინიშნოს ის რომ, კოლექციებში მკაფიოდ არის ხაზი გასმული მაქსიმალურ კომფორტულობასა და თავისუფლებაზე, რასაც დღესდღეობით პატარძლების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს.

ნათელია რომ ყველა პატარძალს ქორწილის დღეს არ სურს მასიური ან დედოფლური ,,თევზი“ სტილის კაბის მორგება, რომელსაც როგორც წესი გრძელი შლეიფი აქვს და ზოგჯერ საკმაოდ მოუხერხებელი და არაკომფორტულიც, თუმცა ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია და ინდივიდის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ და გადავხედავთ ბოლო დროის მოთხოვნებს, პატარძლების უმრავლესობა უპირატესობას A-სილუეტის სტილის ან ელეგანტური აბრეშუმის slip-dress კაბებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც მთავარი ღონისძიების შემდეგაც თავისუფლად გამოსაყენებელია და შეუძლიათ ნებისმიერ სხვა სიტუაციაშიც არაჩვეულებრივად მოირგონ. რა თქმა უნდა დიზაინერები ითვალისწინებენ მათი კლიენტების სურვილებსა და შეხედულებებს, ამიტომაც 2021 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციებში გამოჩნდა ძალიან პრაქტიკული, რომანტიკული, ნაზი და ქალური თეთრი კაბები პატარძლებისთვის. ასე მაგალითად, Bevza-მ წარადგინა რამდენიმე გამორჩეული და დასამახსოვრებელი საქორწილო ლუქი - ლაკონური აბრეშუმის კაბა დეკორით წელზე, პროვოკაციული სამოსები ბიუსჰალტერით-,,ბრა“ და ქვედაბოლო ბერძნულ სტილში, Giambattista Valli-მ გვაჩვენეს ჰაეროვანი მაქმანიანი კაბები, Carolina Herrera - მონოქრომული და თავშეკავებული მინი-კაბები, Khaite-მ სილუეტური სამოსი კვადრატული გულის ჭრილით, Philosophy di Lorenzo Sarafini-მ მრავალფენიანი ტიულის ფარფატა კაბა-ღრუბელი.

ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო თეთრი კაბები 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებიდან.


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable