Add company

როგორ შევარჩიოთ ფოტოგრაფი ქორწილისთვის?

6918

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ქორწილისთვის ვირჩევთ ფოტოგრაფს? არჩეულ ფოტოგრაფთან წინასწარი საუბრისთვის საკმარისია თუნდაც სატელეფონო ზარი. საუბრისას თქვენ უკვე შეძლებთ გარკვეული დასკვნების გამოტანას.

 

 

  1. არ უნდა ენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდხანს და დაჟინებით გარწმუნებთ, რომ ისინი პროფესიონალები არიან, პროფესიონალები ასე არ იქცევიან.
     
  2. თუ თქვენ შეთანხმდით შეხვედრაზე, ის კი ცდილობს დაწვრილებით აგიხსნათ, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ მის სახლამდე, ამასთან თითქმის მისი ბინის კიბის საფეხურამდე, დაახლოებით იგივე დაწვრილებით ინსტრუქციას  უნდა ელოდოთ მისგან ქორწილშიც. თუ თქვენ ეს პერსპექტივა არ გაწყობთ, უნდა განაგრძოთ ძიება.

 

 

ფოტოგრაფის ნამუშევრები

 

  1. პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება არჩეული ფოტოგრაფის ნამუშევრების დათვალიერებისას - რამდენად ხშირად ჩანან ქორწილის სტუმრები სურათებში. სტუმრების ფოტოთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ახლადდაქორწინებული წყვილის ფოტოებს. კიდევ ერთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება - რაკურსი, რომელსაც ფოტოგრაფი ირჩევს, იმისათვის, რომ შემდეგ არ დარჩეთ იმედგაცრუებული.
     
  2. თუ ფოტოში უსულო ბუნება დომინირებს - პეიზაჟები, ქალაქის ღირშესანიშნაობები, არ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ ის სწორედ თქვენ მეტ ფოტოს გადაგიღებთ, ვიდრე სხვებს.
     
  3. ყურადღება მიაქციეთ სურათების ორიგინალურობასა და განსხვავებულობას. კარგ ფოტოგრაფს ნამუშევრებში აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული, რაც სხვისას არ ჰგავს.
     
  4. თუ ფოტოგრაფი ცდილობს მიიპყროს თქვენი ყურადღება მის ნამუშევრებზე, განსაკურებით მაშინ, თუ ის, რაზეც იგი მიგანიშნებთ საერთოდაც არ გხვდებათ თვალში, დიდი ალბათობით ეს მიუთითებს მის არაპროფესიონალიზმზე.
     
  5. და კიდევ ერთი - ფოტოგადაღება უნდა იყოს მხატვრული, და არა დოკუმენტური, ეს სადღესასწაულო სურათებია, რომლებიც ოჯახში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეინახება.

 

 

კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სურათების დათვალიერებისას

 

  1. სიმკვეთრე. გამოსახულება ფოტოზე უნდა იყოს ნათელი, ნათლად გასარჩევი და არავითარ შემთხვევაში ბუნდოვანი.
     
  2. განათება. ნეფე-პატარძლისა და სტუმრების სწორად შერჩეული პოზიციები არა მხოლოდ ირიდებს ჩრდილებს, არამედ გარეგნობის ზოგიერთ ნაკლსაც შესანიშნავად ფარავს.
     
  3. კომპოზიცია. ფოტოსურათებზე უნდა იყოს აღბეჭდილი მხოლოდ და მხოლოდ საქორწილო ფოტოებისთვის აქტუალური ობიექტები.
     
  4. სურათებმა არა მხოლოდ უნდა აღწერონ ის, თუ ვინ ესწრებოდა ქორწილს, არამედ უნდა გადმოსცემდეს დღესასწაულის ატმოსფეროსა და განწყობას, გადმოსცემდეს დღის განვითარებულ მოვლენებს.
     
  5. ემოციები. ქორწილი საკმაოდ ხანგრძლივი ცერემონიაა და ამ დღის მოვლენები ყოველთვის ერთფეროვანი არ არის. სტუმრების დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც ხდება, ასევე არ არის ერთგვაროვანი. ქორწილი სხვადასხვაგვარი ემოციებით აღსავსე დღეა და ყველა ის ემოცია, რომელიც სუფევს ამ დაუვიწყარ დღეს, უნდა გადმოსცეს პროფესიონალურმა ფოტოებმა.

 

 

*სტატიაში გამოყენებულია Nini Ukhurgunashvili Photography-ს და "Wedding Photo Production"-ის ფოტოები


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5233

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable