მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ, სხვა სოციალურ ღონისძიებებთან ერთად, ქორწილების აკრძალვაც გამოიწვია, წყვილების უმეტესობისთვის, ქორწილის მეორედ გადადება საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა და მრავალრიცხოვანი ქორწილის ნაცვლად, მცირე წრეში აღნიშვნა ამჯობინეს. ბოლო დროს კი, უცხოური ანალოგების საფუძველზე, საკმაოდ აქტუალური გახდა მხოლოდ საქორწილო ფოტოგრაფიაც, ე.წ. "Love Story"-ებიც. კადრებს ამგვარი ფოტოსესიებიდან, უკვე ქართველი ფოტოგრაფების პორტფოლიოებსა და საიმიჯო სოციალურ არხებშიც ხშირად ვხვდებით.
იმ შემთხვევაში თუ თქვენც ამგვარი "ქორწილის" გადახდას დააპირებთ ან კიდევ უკეთესი, შეზღუდვები ღონისძიებებთან დაკავშირებით მალე მოიხსნება, დაგჭირდებათ საშემოდგომო შთაგონება, თუ როგორი უნდა იყოს თაიგული, თუ ის სეზონის და ტრენდის შესაბამისი წარმოგედგინათ და მეტიც - განსაკუთრებული და გამორჩეული.
გთავაზობთ შემოდგომის საქორწილო, ორიგინალური თაიგულების ფოტოებს, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროს და წარმოდგენებს, ძალიან გაამრავალფეროვნებს.
Comments