Add company

"დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვევა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება." - ზურა შევარდნაძე პოსტს აქვეყნებს

10092

"გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი, ზურა შევარდნაზე, გარდენიის ოფიციალურ გვერდზე, ქორწილების აკრძალვას ეხმაურება და შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

"დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვევა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჯებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპატიური ოჯახი. საპატრაძლო ტირის, სასიძო იგინება ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება.. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის.

საქმეა ახლა ეს?

ვეჭვობ, შაბათის, კვირის და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც, რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ ასე არ ვიზარალებდით. რაცაა ისაა, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც ამ წესის დამდგენიც და ჩვენც.

უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეთ."

 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ქორწილები და სხვა სოციალური ღონისძიებები დღეიდან ოფიციალურად აიკრძალა.


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6788

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable