საქორწინო მოგზაურობა წყვილების ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. არსებობს უამრავი წვრილმანი, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვის დროს არის გასათვალისწინებელი. რა საკვირველია, თაფლობის თვე ერთმანეთით ტკბობის პერიოდია, თუმცა, ის ადგილები, რომლის მონახულებასაც ერთად აპირებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
სასტუმროში მომსახურე პერსონალთან კომუნიკაციის, უცხო ქვეყნის ქუჩებში სეირნობის, ქალაქის საუკეთესო კაფისა და მაღაზიების მოძებნის, თუ ტრანსპორტის მიმართულებების გარკვევის დროს, მნივნელოვანია ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა. ამისათვის საკმარისია ე.წ საერთაშორისო ენიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვისა თუ წინადადების დამახსოვრება. გადავწყვიტეთ,სწორედ ამ თემაზე გაგვეკეთებინა სტატია და პირველ ქართულ ონლაინ ლექსიკონთან - Translate.ge-სთან თანამშრომლობით წყვილებისთვის შევადგინეთ ქართულ-ინგლისური „გზამკვლევი თაფლობისთვისათვის“ .
გთავაზობთ 20 ფრაზას, რომელიც საქორწინო მოგზაურობაში აუცილებლად დაგჭირდებათ!
- გამარჯობა - hello
- მე მქვია ... – my name is
- თქვენი სახელი? – what is your name?
- მადლობა - thank you
- ნახვამდის - bye / good bye
- უკაცრავად - excuse me
- ჩვენ თაფლობის თვე გვაქვს - we are on our honeymoon
- შეგიძლიათ დამეხმაროთ? – can you help me ?
- როდის დავეშვებით? – when do we land?
- ბარგი - luggage
- როგორ მივიდე … ? – how do I go to … ?
- ნომერი გვაქვს დაჯავშნილი - we have booked a room
- ორადგილიანი ნომერი გვჭირდება - we need a double room
- სად არის ავტობუსის გაჩერება ? – where is the bus stop?
- რომელი ავტობუსი მიდის ქალაქის ცენტრში? – which bus goes to the city center ?
- რა ღირს ? – how much does it cost?
- მუზეუმი - a museum
- სავაჭრო ცენტრი - shopping mall
- რესტორანი - restaurant
- შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთ? – can you take a picture for us?
ბედნიერ თავგადასავლებს გისურვებთ!
ავტორი: ელენე გაბელაშვილი
Comments